შინაური ცხვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
ხელსაყრელ პირობებში ცხვარი 14–15 წელი ცოცხლობს; მეურნეობებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 6–8 წელს შეადგენს. სქესობრივ სიმწიფეს 5–7 თვის ასაკში აღწევენ. შეწყვილებისთვის უშვებენ 15–18 თვეში. ბუნებრივი შეწყვილების დროს ერთ ერკემალზე დაშვებულია 60–70 ნერბი; ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში ერთ სეზონზე (45 დღე) ერთი ერკემლის თესლით ანაყოფიერებენ 3000-ზე მეტ ნერბს. მაკეობა 145–155 დღე-ღამე გრძელდება. იგებს 1, ზოგი ჯიში 2–3 და მეტ ბატკანს. ახალდაბადებული 3—5 კგ-ს იწონის. ზრდას 2–4 წელში წყვეტს. ნაირბეწვიანი ცხვრის მატყლი შედგება თივთიკის, გარდამავალი, მქისე და ზოგჯერ მკვდარი ბეწვისაგან. წმინდამატყლიანი ცხვრის თივთიკის სიგრძე 5–9 სმ-ია, ნახევრად წმინდამატყლიანისა — 10–40 სმ, ნაირბეწვიანისა — 10–15 სმ. წმინდამატყლიანის წლიური ნაპარსი საშუალოდ 5–6 კგ-ია (რეკორდული 31,7 კგ), ნახევრად წმინდამატყლიანისა — 3–6 კგ, ნაირბეწვიანისა — 1–4 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი გარეცხვის შემდეგ წმინდამატყლიანი ჯიშის ნაპარსის დაახლოებით 30–50%-ია, ნახევრად წმინდამატყლიანისა — 50–65%, ნაირბეწვიანისა — 55–75%. წმინდამატყლიანი და ნახევრად წმინდამატყლიანი წელიწადში ერთხელ — გაზაფხულზე იკრიჭება, ნაირბეწვიანი — გაზაფხულსა და შემოდგომაზე. საუკეთესო სახორცე-სამატყლე ჯიშის ცხვარი 5–7 თვის ასაკში დაკვლისას იძლევა 18–22 კგ ხორცს (გატყავებული და გამოშიგნული ცხოველი). ნერბის მერძეულობა 50–200 კგ-ია, ზოგი ჯიშისა — 500–600 კგ-მდე. იძლევა მაღალცხიმიან რძეს.
 
ძირითადი საკვების ბუნებრივი და ნათესარი საძოვრების ბალახი, თივა, უპირატესად წვრილღეროიანი, გაზაფხულის ნამჯა, სილოსი და კონცენტრატები. ცხვარს მწყემსავენ ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, თოვლის მცირე საფარიან ან ცხელი კლიმატის ადგილებში — მთელი წელი. ცხვარი კარგად ეგუება ჰაერის სხვადასხვა ტემპერატურას, წარმატებით ჰყავთ მაღალმთიან საძოვრებზე. კარგად იყენებს უდაბნოს, მთისა და ბარის საძოვრებს. ჰყავთ ფარეხებში, სეზონურ საძოვრებზე აწყობენ მყუდრო ადგილებს. მგრძნობიარეა სინესტის მიმართ, ადვილად ცივდება და ემართება ჰელმინტოზური და მწვავე დაავადებები. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შინაური_ცხვარი“-დან