მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ფოტო, Commonscat
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Mzetsveri Church 3.jpg|მინი|მზეწვერის ეკლესია]]
'''მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია''' — [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] და [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] ძეგლი, მდებარეობს [[საქართველო|საქართველოში]], [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარეში]], [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], ისტორიულ [[მთიულეთი|მთიულეთში]], დაბა [[ფასანაური|ფასანაურის]] სამხრეთ მიმართულებით მდებარე სოფელ [[ბუჩაანი|ბუჩაანის]] სამხრეთით მდებარე ტყით დაფარულ მთის წვერზე, [[მდინარე]] [[არაგვი]]ს მარცხენა სანაპიროზე.
 
Line 4 ⟶ 5:
 
== არქიტექტურული აღწერა ==
[[ფაილი:Mzetsveri Church 7.jpg|მინი|შესასვლელი]]
[[ფაილი:Mzetsveri Church 12.jpg|მინი|საკურთხეველი]]
მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია [[დარბაზული ეკლესია|დარბაზულია]], რომლებსაც [[სამხრეთი|სამხრეთიდან]], [[დასავლეთი|დასავლეთიდან]] და [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთიდან]] ერთიანი, ვიწრო გარშემოსავლელი ეკვრის (ძირითადი ზომებია 13.3X12 მ). გარშემოსავლელს ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან (მოგვიანებით ამოუშენებიათ) და დასავლეთიდან. მათგან სამხრეთისა შესაბამისი კედლის შუა ნაწილშია, ხოლო დასავლეთისა გარშემოსავლელის ჩრდილო–დასავლეთ კუთხესთან. მოგვიანებით ამ უკანასკნელისათვის გარედან მიუდგამთ გეგმით ტრაპეციის მაგვარი მცირე (4.2X2.2 მ) სადგომი; რომელსაც ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. როგორც ჩანს, იგი კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. გარშემოსავლელი ეკლესიას უკავშირდება ორი სწორკუთხა შესასვლელით, რომლებიც ერთმანეთის მოპირდაპირედ, ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი ისე, რომ ინტერიერის მხრიდან ისინი შესაბამისი კედლების კიდეებში აღმოჩნდნენ. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლითაა დასრულებული. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილში ფართო სარკმელია გაჭრილი, რომელსაც რაფა საფეხურებად აქვს დამუშავებული. სარკმელი შიგნით ბრტყლადაა გადახურული, ხოლო გარედან თაღოვანია. მსგავსი თითო სარკმელია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე. მოგვიანებით დასავლეთ სარკმლის ქვემოთ (იატაკიდან 1.2 მ სიმაღლეზე) ფართო სწორკუთხა ღიობი მოუწყვიათ, რომელიც გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილის სივრცეში გადის. საკურთხევლის გვერდის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის ნიშის ზემოთ კიდევ ერთი მცირე სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელზე, სარკმლის ქვემოთ, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურებითაა შემაღლებული, რომელზედაც (საკურთხევლის მხრების ხაზზე) შემორჩენილია კვადრატული (1.1X1.1 მ) შემაღლება, რომელიც ტრაპეზის ან ჯვრის საყრდენი პოსტამენტის ნაწილი უნდა იყოს. საკურთხეველი გადახურულია ერთიანი კამარით, რომელსაც დარბაზის კამარის მსგავსად, განიკვეთში ოდნავ გაშლილი ნახევარწრის ფორმა აქვს. დარბაზის გრძივ კედლებზე შირიმით ნაწყობი თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრებს მარტივპროფილიან კაპიტელებს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეს კონსტრუქცია დარბაზის სივრცეს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს, რომელთაგანაც დასავლეთისა თითქმის ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისას, ორივე პილასტრში (იატაკიდან 2მ სიმაღლეზე) თითო, მცირე სწორკუთხა ნიშია. დარბაზის კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს.
 
=== მოხატულობა ===
[[ფაილი:Mzetsveri Church 17.jpg|მინი|მოხატულობა დასავლეთ კედელზე]]
ინტერიერი შელესილი და მოხატულია. მოხატულობა [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე|XIII საუკუნეებს]] განეკუთვნება.
 
Line 13 ⟶ 17:
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია]]
 
{{Commonscat|Mzetsveri Church}}
 
== ლიტერატურა ==