იბერიულ-კავკასიური ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
ნ. მარი ამ ენებს '''იაფეტურს''' უწოდებდა. „იაფეტური ენები“ მეთვრამეტე საუკუნეში ინდო-ევროპულ ენატა აღსანიშნავად იყო გამოყენებული. იბერიულ-კავკასიური ენებისათვის ეს ტერმინი ნ. მარმა შემოიღო. ოღონდ ტერმინის მნიშვნელობა ნ. მარის მოძღვრებაში იცვლებოდა: 1908-1915 წლებში „იაფეტური ენები“ ცოცხალ იბერიულ-კავკასიურ ენათაგან მხოლოდ „ქართველურ ენებს“ გულისხმობდა, ხოლო 1915-1923 წლებში კი ქართველურსა და მის მონათესავე კავკასიურ ენებს, სახელდობრ: აფხაზურ-ადიღურ, ნახურსა და დაღესტნურ ენებს. მომდევნო წლებში „იაფეტური ენები“ მონათესავე ენათა ერთეულს აღარ აღნიშნავს და გენეალოგიური კლასიფიკაციის ცნებას აღარ წარმოადგენს.
 
„იბერიულ-კავკასიური ენების“ სინონიმად ტერმინი '''„პალეო-კავკასიურიც“''' გვხვდება<ref>B. Geiger, T. Halasi - Kun, A. Kuipers, K. Menges, „Peoples and Languages of the Caucasus“ 1959</ref>. ტერმინი „პალეო-კავკასიური“ („ძველისძველი კავკასიური“) ჰოლანდიელ ენათმეცნიერს კ. ულენბეკს ეკუთვნის.
 
ტერმინი „პალეო-კავკასიური“ გულისხმობს, რომ სათანადო ენები კაკასიის სხვა ენებთან (იინდოევროპულინდოევროპულ და თურქულ ენებთან) შედარებით უფრო ძველია კავკასიის მიწაყალზე. თუ ასე გავიგებთ, „პალეო-კავკასიური“ მართებული ტერმინია. მაგრამ თუ მას გავიგებთ როგორც კავკასიის ენდოგენური მოსახლეობის ენებს, ზუსტი არ იქნებოდა: „ძველი კავკასიური“ კიდევ არ ნიშნავს „კავკასიაში წარმოქმნილს“.
 
იბერიულ-კავკასიური ენები ფრიც ჰომელმა მოაქცია '''ალაროდიულ ენათა''' წრეში, ე. ი. იმ ენათა წრეში, რომელსაც წინააზიის ძველი, აწ მკვდარი ენები (ურარტული, ჰურიტული, პროტოხეთური, შუმერული...) განეკუთვნება. ბუნებრივია, უპირატესობა მიეცეს ტერმინს, რომელიც ახლანდელ ვიტარებას ემყარება და მასთან გეოგრაფიულ ტერმინში („კავკასიის ენები“) არ აირევა.
 
ი. კარსტი ტერმინ „იბერიულ-კავკასიური ენების“ ქვეშ მოიაზრებს კავკასიურ (ჩრდილოკავკასიურ და ქართველურ ენებს) და იბერიულ — პირინეის ნახევარკუნძულის ძველი იბერებისა და ახლანდელი ბასკების ენას. ამ შემთხვევაში იბერიულ-კავკასიური ძველისძველი ჰიპოთეზური ენობრივი წრის „მაკროსამყაროს“ გულისხმობს.
 
შესაბამნისად ტერმინი — „იბერიულ-კავკასიური ენები“, როგორც რეალური „მიკროწრე“ თავისთავში არ გამორიცხავს ჰიპოთეზური ენების „მაკროსამყაროს“ არსებობას. ამრიგად აღნიშნული ტერმინი უფრო გამოსადეგია ყველა არსებულ ტერმინებისაგან განსხვავებით.
 
== ენობრივი ჯგუფები ==