9 აპრილის ტრაგედია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
== წინაპირობა ==
ანტისაბჭოთა მოძრაობა [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური
საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია [[1989|1989 წლის]] [[5 აპრილი|5 აპრილს]], როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზირზე]], [[თბილისი|თბილისში]]. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი ([[მერაბ კოსტავა]], [[ზვიად გამსახურდია]], [[გიორგი ჭანტურია]], [[ირაკლი ბათიაშვილი (პოლიტიკოსი)|ირაკლი ბათიაშვილი]], [[ირაკლი წერეთელი]] და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, [[აფხაზები|აფხაზი]] სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.
|