გრიგოლ მუხაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
==ბიოგრაფია==
დაამთავრა [[ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სამედიცინო ფაკულტეტი [[1908]] წელს. [[1911]] წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა [[ჭიათურა|ჭიათურის]] საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყებისთანავე ინიშნება თბილისის და მე-8 ლაზარეთის მთავარ ქირურგად. [[1918]] წელს დაინიშნა თბილისის ტრავმატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდში თბილისის ყველა ევაკოჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. [[1932]] წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც [[1935]] წელს მისი ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად.
 
გრიგოლ მუხაძე იყო [[ორთოპედია]]-[[ტრავმატოლოგია|ტრავმატოლოგიის]] ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანოზატორი. [[1925]]-[[1937]] წლებში მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად. [[1946]] წელს შექმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_მუხაძე“-დან