ფილიპა ლანკასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
 
== ადრეული წლები და განათლება ==
ფილიპა დაიბადა 1360 წლის 31 მარტს ლესტერში, ინგლისში. იგი იყო აკვიტანიის ჰერცოგ ჯონ ლანკასტერისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ბლანკა ლანკასტერის პირველი შვილი. მამის ხაზით მისი ბებია-ბაბუაპაპა იყვნენ ინგლისის მეფე [[ედუარდ III]] და მისი ცოლი, დედოფალი [[ფილიპა ენოელი]], ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი. ჯერ კიდევ პატარა ფილიპა სასახლისაგან მოშორებით გააგზავნეს აღსაზრდელად დედასთან და თავიანთ ექიმ მაუდთან ერთად. იქ იგი იზრდებოდა თავის ექვსი წლის დასთან, პრინცესა ელიზაბეთთან და სამი წლის ძმასთან, პრინც ჰენრისთან ერთად, რომელიც შემდგომში უკვე ინგლისის მეფე [[ჰენრი IV]] გახდა. ფილიპას დედა 1369 წელს გარდაიცვალა. მისი დაღუპვიდან რამდენიმე წელიწადში, 1372 წელს მამამისი ხელმეორედ დაქორწინდა კასტილიის მეფე [[პედრო I მრისხანე|პედრო I მრისხანეს]] ქალიშვილზე, ინფანტა [[კონსტანსია კასტილიელი|კონსტანსია კასტილიელზე]]. 1394 წელს კონსტანსიას გარდაცვალების შემდეგ კი ჯონი უკვე თავის საყვარელზე, ლედი ქეთრინ სტაფორდზე დაქორწინდა, რომელიც ასევე ფილიპას აღმზრდელი გადია იყო. ჯონის ასეთი მესამე ქორწინება საკმაოდ სკანდალური იყო, რამაც მოგვიანებით თავად ფილიპას სახელზეც ცუდად იმოქმედა.
 
მიუხედავად ყველაფრისა, ქეთრინი ძალიან მზრუნველი დედინაცვალი აღმოჩნდა და დიდ როლს თამაშობდა თავისი გერების ცხოვრებაში. სწორედ მან უზრუნველყო ფილიპასა და მისი დებისთვის საუკეთესო განათლების მიცემა. ფილიპამ იმ დროის ქალისათვის საუკეთესო განათლება მიიღო. მას საუკეთესო რეპეტიტორები ასწავლიდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ფილოსოფიას, თეოლოგიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ბერძნულს, ლათინურს, იტალიურს, ესპანურს, ფრანგულსა და პორტუგალიურს. მას ძალიან უყვარდა ბერძნულ-რომაული მითოლოგია და ასევე [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] ნამუშევრებიც, აგრეთვე იგი იყო ძალიან რელიგიური და ღვთისმოშიში პრინცესა.
ხაზი 51:
# [[ისაბელ პორტუგალიელი (1397-1471)|ისაბელა]] (დ. 21 თებერვალი, 1397 — გ. 11 დეკემბერი, 1471), ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის ჰერცოგ [[ფილიპ კეთილი|ფილიპე III]]-ს და შეეძინა მხოლოდ ერთი ვაჟი, ჰერცოგი [[შარლ მამაცი]];
# ბლანკა (დ. 11 აპრილი, 1398 — გ. 27 ივლისი, 1398), გარდაიცვალა ჩვილობაში;
# ჟუანი (დ. 13 იანვარი, 1400 — გ. 18 ოქტომბერი, 1442), პორტუგალიის კონეტაბლი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ისაბელა დე ბარსელო, იგი იყო პორტუგალიის მეფე [[მანუელ I (პორტუგალია)|მანუელ I]]-ისა და კასტილიისა და არაგონის დედოფალ [[ისაბელ I კასტილიელი|ისაბელ I კასტილიელის]] ბაბუაპაპა;
# ფერნანდუ (დ. 29 სექტემბერი, 1402 — გ. 5 ივნისი, 1443), გარდაიცვალა მაროკოში ბრძოლისას, უცოლ-შვილოდ.