ტრისტან და იზოლდა (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 233:
[[File:Wagner - Tristan und Isolde, act I - So, this, then, is the end - The Victrola book of the opera.jpg|thumb|ფოტო 1917 წლის დადგმიდან|alt=|left]]
 
''ტრისტანს'' ჩაწერის დიდი ხნის ისტორია აქვს და პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ვაგნერის ბევრმა დირიჟორმა მოათავსა დისკზე თავისი ინტერპრეტაცია. ხმის ჩამწერი ტექნოლოგიის შეზღუდული შესაძლებლობების გამო 1930 წლამდე მთლიანი ოპერის ჩაწერა რთული იყო, მაგრამ ცალკეული მოქმედებების და მონაკვეთების ჩანაწერები 1901 წლიდან არსებობს, როცა ''ტრისტანის'' ნაწყვეტები მეტროპოლიტენის ოპერის წარმოდგენებიდან მეპლსონის ცილინდრებზე ჩაწერეს.<ref>Brown 2000.{{page needed|date=November 2010}}</ref>
 
მეორე მსოფლიო ომამდე მთავარი პარტიების საუკეთესო შემსრულებლებად კირსტენ ფლაგსტადი და ლორიც მელქიორი ითვლებოდნენ. არსებობს წყვილის მონო ჩანაწერები ცოცხალი წარმოდგენებიდან, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ ისეთი დირიჟორები, როგორებიც არიან თომას ბიჩემი, ფრიც რაინერი, არტურ ბოდანსკი და ერიხ ლაინსდორფი. კომერციული, დღეს კლასიკად მიჩნეული ჩანაწერი ფლაგსტადმა მხოლოდ კარიერის მიწურულს, 1952 წელს გააკეთა, ვილჰელმ ფურტვენგლერის დირიჟორობით, EMI-სთვის.<ref>Holloway 1982, p. 367.</ref>