ნოე რამიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჯეო-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 52:
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დაინიშნა [[თბილისის მაზრა|თბილისის მაზრის]] კომისრად. იმავე წელს იყო თბილისის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1917 წელს რსდმპ(მ) სიით აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, მაგრამ პეტროგრადში გამგზავრებამდე ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება გარეკეს. 1917 წლის ნოემბერში ნოე რამიშვილი აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს და წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს წევრი. [[1918]] წლის [[22 აპრილი|22 აპრილს]] დაინიშნა [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის]] შინაგან საქმეთა მინისტრად. იყო [[ბათუმის ხელშეკრულება (1918)|ბათუმის სამშვიდობო დელეგაციის]] თავმჯდომარე [[ოსმალეთის იმპერია]]სთან მოლაპარაკებებისას.
 
1918 წლის [[26 მაისი|26 მაისს]] ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|დამოუკიდებლობის აქტს]], იმავე დღეს აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ. ამ პოსტზე [[24 ივლისი|24 ივლისს]] შეცვალა [[ნოე ჟორდანია]]მ, ხოლო, ნოე რამიშვილი დარჩა შინაგან საქმეთა, განათლების და სამხედრო მინისტრად. 1918 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას, პარალელურად იყო [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] ცკ–ის წევრი, თავჯდომარის ამხანაგი და პარტიულ გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი.
 
1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო [[თბილისის თვითმმართველობა|თბილისის საქალაქო საბჭოს]] ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრად. მთავრობაში ეკავა შინაგან საქმეთა, ხოლო 1919 წლის განმავლობაში ასევე სამხედრო მინისტრის თანამდებობა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა [[თსუ|თბილისის უნივერსიტეტი]]ს მიმართ. რამიშვილი ებრძოდა თბილისის [[სომხები|სომხურ]] ბურჟუაზიას, ჩაახშო 1918 და 1919 წლების გლეხთა გამოსვლები [[აფხაზეთი|აფხაზეთისა]]სა და [[სამხრეთ ოსეთი|სამხრეთოსეთის]] ტერიტორიაზე, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. დამფუძნებელ კრებას დააშვებინა [[სიკვდილით დასჯა]]. მას ხშირად აკრიტიკებდნენ მკაცრი რეაქციის და დიქტატორული მისწრაფებების გამო.
 
[[ფაილი:Noe Ramishvili (Tiflis police archives).jpg|მინი|150პქ|მარცხნივ|რამიშვილის ფოტო ტფილისის პოლიციის არქივიდან]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_რამიშვილი“-დან