ტრისტან და იზოლდა (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 196:
 
მეორე გემი ახლოვდება. კურვენალი მელოტის, მარკეს და ბრანგენეს მოსვლას ხედავს („Tod und Hölle! Alles zur Hand!“). მისი აზრით, ისინი ტრისტანის მოსაკლავად მოვიდნენ და გაათრებული ესხმის თავს მელოტს. მარკე უშედეგოდ ცდილობს ბრძოლის შეჩერებას, რომელშიც ორივე მებრძოლი იღუპება. მარკე, რომელიც თავის „ჭეშმარიტ მეგობარს“ გლოვობს („Tot denn alles!“), ამბობს, რომ ბრანგენემ ელექსირის საიდუმლო გაანდო და არა შეყვარებულთა დასაშორებლად, არამედ მათ გასაერთიანებლად მოვიდა („Warum Isolde, warum mir das?“). იზოლდა თავის ბოლო არიაში (''Liebestod''), მკვდრეთით აღმდგარი ტრისტანის ხილვას აღწერს და კვდება („Mild und leise wie er lächelt“).
 
== შოპენჰაუერის გავლენა ==
[[File:Arthur Schopenhauer Portrait by Ludwig Sigismund Ruhl 1815.jpeg|thumb|არტურ შოპენჰაუერის პორტრეტი <br>ავტორი ლუდვიგ სიგისმუნდ რული, 1815</br>
 
ვაგნერის მეგობარმა, პოეტმა გეორგ ჰერვეგმა 1854 წელს კომპოზიტორს ფილოსოფოს არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები გააცნო.<ref>Gregor-Dellin 1983, p. 256.</ref> ნაშრომში ''სამყარო, როგორც ნება და წარმოსახვა (Die Welt als Wille und Vorstellung)'' გადმოცემულმა იდეებმა ვაგნერზე ძლიერ შთაბეჭდილება მოახდინა. აშკარა გახდა, რომ ორი ადამიანის მსოფლმხედველობა ახლოს იყო.<ref>Magee 2001, p. 128.</ref>
 
ადამიანს, შოპენჰაუერის მიხედვით, ამოძრავებს მუდმივი, მიუღწევადი სურვილები და წყვეტას ჩვენს სურვილებსა და მათი მიღწევის ალბათობას შორის მივყავართ უბედურებამდე, ხოლო სამყარო არის შეუცნობადი რეალობის წარმოსახვითი მოდელი. სამყაროს ჩვენეული წარმოსახვა ''ფენომენალური'' სამყაროა, ხოლო შუცნობელი რეალობა - ''ნოუმენალური'' სამყარო (აღნიშNული კონცეფციები თავდაპირველად კანტმა შემოიღო). ''ტრისტანზე'' შოპენჰაუერის გავლენა ყველაზე ცხადად II და III მოქმედებაში იგრძნობა.
 
მეორე მოქმედებაში, ვაგნერი იყენებს დღისა და ღამის მეტაფორას იმ ორი რეალობის გასაყოფად, რომელშიც ტრისტანი და იზოლდა ცხოვრობენ.<ref>Magee 2001, pp. 217–21.</ref> დღის სამყაროში შეყვარებულები შეკრული არიან სამეფო კარის წესების კარნახით და უნდა დამალონ ორმხრივი გრძნობა და თავი ისე მოაჩვენონ გარშემომყოფებს, თითქოს ერთმანეთი არ აინტერესებთ - სიყალბის და არარეალურობის სამყარო. დღის სამეფოს კარნახით, ტრისტანი იძულებული იყო იზოლდა ირლანდიიდან წამოეყვანა და თავის ბიძაზე, მარკეზე, დაექორწინებინა, რაც მისი საიდუმლო სურვილების წინააღმდეგ წასვლა იყო. ღამის სამეფო, მეორეს მხრივ, ნამდვილი რეალობის გამოხატულებაა, რომელშიც შეყვარებულებს შეუძლიათ, ერთად იყონ და სადაც მათი სურვილების ღიად გაცხადებაა და დაკმაყოფილებაა შესაძლებელი, ჭეშმარიტების და რეალურობის მიღწევა კი სრულად მხოლოდ მათ სიკვდილშია შესაძლებელი. ამით, ღამის სამეფო სიკვდილის სამეფოც ხდება, ერთადერთი სამყარო, სადაც ტრისტანს და იზოლდას სამუდამოდ ერთად ყოფნა შეუძლიათ და სწორედ ამ სამყაროზე საუბრობს ტრისტანი მე-2 მოქმედების ბოლოს („Dem Land das Tristan meint, der Sonne Licht nicht scheint“).<ref>Magee 2001, p. 221.</ref>
შოპენჰაუერის მსოფლმხედველობით, შინაგანი სიმშვიდის მიღწევის ერთადერთი გზა ადამიანის მიერ საკუთარ სურვილებზე უარის თქმაა - თემა, რომელიც უფრო ვრცლად ვაგნერის ბოლო ოპერაში, ''პარსიფალშია'' განხილული. ვაგნერი პირველ ეტაპზე, პარსიფალის და ტრისტანის შეხვედრასაც განიხილავდა ოპერის მე-3 მომქმედებაში, მაგრამ საბოლოოდ, გადაიფიქრა.<ref>Gregor-Dellin 1983, p. 258.</ref>
 
==სქოლიო==