კარლ V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
149.3.115.53-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Rezo1515-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = კარლ მე7V
|სურათი = Elderly Karl V.jpg
|ქვეყანა = [[საღვთო რომის იმპერატორთა სია|საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიისა და იტალიის მეფე]]
ხაზი 37:
|ხელმოწერა = Firma Emperador Carlos V.svg
}}
'''კარლ მე7V''' ({{lang-la|Carolus V}}, {{lang-nl|Karel V}}, {{lang-fr|Charles V}}, {{lang-de|Karl V}}; დ. [[24 თებერვალი]] [[1500]] [[გენტი]] - გ. [[21 სექტემბერი]] [[1558]] [[ესტრემადურა]] [[ესპანეთი]]) — [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერატორი]] [[1519]]–[[1556]] წ.წ, [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგთა]] დინასტიიდან, ხოლო [[1516]] წლიდან [[ესპანეთი]]ს მეფე, როგორც '''კარლოს I'''. 1556 წელს ის ნებაყოფლობით გადადგა ტახტიდან და [[საღვთო რომის იმპერია]]ში უმცროსი ძმა, [[ფერდინანდ I]] გახდა მემკვიდრე, ხოლო [[ესპანეთი|ესპანეთში]] — შვილი [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]].
 
კარლი იყო [[ფილიპე I (კასტილია)|ფილიპე I-ისა]] (ლამაზი) და [[ხუანა I შეშლილი|ხუანა კასტილიელი]]ს უფროსი ვაჟი. ასევე, იყო [[იზაბელა კასტილიელი]]ს შვილიშვილი. როგორც სამი მონარქიის მემკვიდრე ([[ჰაბსბურგები]]ს, ბურგუნდიული ნიდერლანდებისა და [[კასტილია]] —[[არაგონი]]ს), კარლი მართავდა ცენტრალურ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპას; ასევე ესპანურ კოლონიებს [[ამერიკა]]სა და [[აზია]]ში. როგორც [[კასტილია|კასტილიის]], [[არაგონი]]ისა და [[ლეონის პროვინცია|ლეონის პროვინციის]] ერთპიროვნული მმართველი, ის გახდა [[ესპანეთი]]ს პირველი მეფე. [[1519]] წელს, კარლი გახდა [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერატორი]] და [[ავსტრია|ავსტრიის]] ერცჰერცოგი. მისი გავლენის ქვეშ მოექცა ევროპის, ამერიკისა და შორეული აღმოსავლეთის მიწები, საერთო ჯამში დაახლოებით ოთხი მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობით. იგი ძალიან ბევრს შრომობდა ესპანეთისაათვის რათა დაემყარა ზლიერი ეკონომიკა
 
გამეფებიდან მალევე კარლმა წამოიწყო [[იტალიური ომები]] საფრანგეთის წინააღმდეგ. უდიდესი ხარჯების მიუხედავად, საომარი მოქმედებები წარმატებული აღმოჩნდა. [[1525]] წელს, [[პავიის ბრძოლა|პავიის ბრძოლის]] შემდეგ, კარლის ჯარებმა დაიმორჩილეს [[მილანი]] და [[ფრანშ-კონტე]], რომლებიც ფრანგული ძალების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. კარლის მეტოქემ [[სულეიმან I]]-მა [[1526]] წელს მოახერხა [[უნგრეთი]]ა დაპყრობა და ქრისტიანთა დამარცხება. თუმცა, [[1529]] წელს, [[ოტომანთა იმპერია|ოტომანთა]] მცდელობა აეღოთ [[ვენა]], მარცხით დასრულდა.
ხაზი 172:
1558 წლის აგვისტოდან კარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშინლად დამძიმდა. მოგვიანებით მისმა ავადმყოფობამ მალარიის ნიშნები გამოავლინა. იგი 1558 წლის 21 სექტემბერს, დილაადრიან გარდაიცვალა 58 წლის ასაკში. ცნობილია, რომ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე კარლს სწორედ ის ჯვარი ჰქონდა ჩახუტებული, რომელიც წლების წინ ისაბელ პორტუგალიელს, როცა კვდებოდა.
 
თავდაპირველად კარლი იუსტის მონასტრის სამლოცველოს იატაკის ქვეშ დაკრძალეს. თუმცა კარლის სურვილი იყო, რომ იგი [[ისაბელ პორტუგალიელი|ისაბელ პორტუგალიელის]] გვერდით დაეკრძალათ. 1559 წელს ესპანეთში დაბრუნებულმა [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-მ მადრიდში გიგანტური სასახლის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც ამავდროულად სამეფო აკლდამის ფუნქციაც უნდა შეეთავსებინა. ფილიპეს სურვილით ესპანეთის ყველა მეფე და დედოფალი აქ უნდა დაკრძალულიყო, რაც ასეც მოხდა. სასახლის მშენებლობა წლები გაგრძელდა და მხოლოდ 1574 წელს დასრულდა, ფილიპემ მას ესკორიალი დაარქვა და დედ-მამის ცხედრები სწორედ იქ გადაასვენა. მან ასევე აქ გადაასვენა სხვა სამეფო ოჯახის წევრების ნეშტებიც. ფილიპეს ბრძანებით მისი დედ-მამის საფლავზე თავად მათი ოქროს ქანდაკებები აღმართეს. მოგვიანებით 1654 წელს მეფე [[ფილიპე IV|ფილიპე IV-]]<nowiki/>მ მათი ახალ აკლდამაში გადასვენება მოითხოვა, თუმცა ესპანელებმა ეს არ დაუშვეს.
 
კარლისა და ისაბელის ოქროს საფლავის უკან მდებარეობს კარლის დების, საფრანგეთისა და პორტუგალიის დედოფალ [[ელეონორ ავსტრიელი|ელეონორ ავსტრიელისა]] და უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალ [[მარია ავსტრიელი|მარია ავსტრიელის]] ასევე ოქროს საფლავები. მათ გვერდით კი განისვენებს თავად ფილიპე თავის სამ ცოლთან — [[მარია პორტუგალიელი|მარია პორტუგალიელთან]], [[ელიზაბეტ ვალუა|ელიზაბეტ ვალუასთან]] და [[ანა ავსტრიელი (1549-1580)|ანა ავსტრიელთან]] ერთად, მართალია ფილიპეს ოთხი ცოლი ჰყავდა, თუმცა მისი მეორე ცოლი, დედოფალი [[მერი I (ინგლისი)|მერი ტიუდორი]] ინგლისში განისვენებს. ასევე მათ გვერდითაა დაკრძალული ფილიპეს პირველი და ჭკუიდან შეშლილი ვაჟი, კარლის მოსახელე [[დონ კარლოსი (ფილიპე II-ის ვაჟი)|დონ კარლოსი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_V“-დან