ტრისტან და იზოლდა (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 173:
[[File:Tristan.jpg|upright|thumb|''ტრისტანი და იზოლდა'' <br>ფერდინანდ ლეკეს ნახატი</br>|alt=]]
 
იზოლდა, რომელიც [[კორნუოლის და დასავლეთ დევონის სამთო მოპოვებითი ლანდშაფტი|კორნუოლის]] მეფე მარკეზეა დანიშნული, მსახურ ქალთან, ბრანგენესთან ერთად ტრისტანის გემით კორნუოლში მიემგზავრება. ოპერა იწყება ახალგაზრდა მეზღვაურის სიმღერით „ირლანდიელ ქალიშვილზე“ („Westwärts schweift der Blick“), რომელსაც იზოლდა საკუთარ დაცინვად იღებს. განრისხებული, ისურვებს, ზღვა აღელდესმაღელდეს, გემი ჩაიძიროს და თავად, გემზე მყოფ ყველა ადამიანთანმყოფებთან ერთად, თავადაც დაიღუპოს („Erwache mir wieder, kühne Gewalt“). იგი პირველ რიგში ტრისტანზეა გაბრაზებული, რაინდზე, რომელიც მის მარკესთან წაყვანაზეა პასუხისმგებელი და გზავნის ბრანგენეს, რათა უბრძანოს ტრისტანს, მასთან გამოცხადდეს („Befehlen liess' dem Eigenholde“). ტრისტანი უარყოფს მოთხოვნას და ამბობს, რომ მისი ადგილი გემის საჭესთანაა. მისი თანამებრძოლი, კურვენალი, უფრო მკვახედ პასუხობს, რომ იზოლდას ტრისტანისთვის ბრძანების მიცემის უფლება არ აქვს და ახსენებს, რომ იზოლდას წინა საქმრო, მოროლდი, სწორედ ტრისტანმა მოკლა („Herr Morold zog zu Meere her“).
 
ბრანგენე იზოლდასთან ბრუნდება ამ მოვლენებზე სასაუბროდ. იზოლდა, სცენაში, რომელსაც „მონათხრობს და წყევლას“ უწოდებენ, ყვება, თუ როგორ გადააწყდა მოროლდის სიკვდილის შემდეგ უცნობს, რომელიც თავის თავს ტანტრისს ეძახდა. ტანტრისი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, როცა ის იზოლდამ იპოვა ("von einem Kahn, der klein und arm") და თავისი ძალა გამოყენა მის განსაკურნებლად. თუმცა, მკურნალობისას აღმოაჩინა, რომ ტანტრისი რეალურად ტრისტანი იყო, მისი საქმროს მკვლელი. იზოლდამ სცადა, იგი თავისივე ხმლით მოეკლა, მაგრამ ამ დროდროს ტრისტანმა შეხედა არა ხმალს, არამედ ქალის თვალებს ("Er sah' mir in die Augen"). იზოლდამ მისი მოკვლა ვერვეღარ შეძლო. ტრისტანს მისცეს უფლება, წასულიყო, იმ პირობით, რომ უკან არასოდეს დაბრუნდებოდა, მაგრამ ის დაბრუნდა იზოლდას თავის ბიძაზე, მეფე მარკეზე დაქორწინების განზრახვით. იზოლდა, განრისხებული ამ ღალატით, დაჟინებით ითხოვს, რომ ტრისტანმა მის წინაშე მონანიების სასმელი დალიოს, რომელსაც საკუთარი წამლების ყუთიდან იღებს. ბრანგენე, შოკირებული, ხედავს რომ სასმელი, სინამდვილეში, მომაკვდინებელი საწამლავია.
 
ქალბატონების კაიუტაში კურვენალი მიდის ("Auf auf! Ihr Frauen!") და აუწყებს, რომ მგზავრობა დასასრულს უახლოვდება. იზოლდა აფრთხილებს, რომ არ წარდგება მეფის წინაშე, ვიდრე ტრისტანი მონანიების სასმისს არ შესვამს. ტრისტანის მოსვლისას იზოლდა მას საყვედურობს და ეუბნება, რომ ტრისტანი ვალშია მასთან საკუთარი სიცოცხლით, რადგან მისმა ქმედებამ იზოლდას ღირსება შეურაცხყო, რომელმაც ბრძოლამდე მოროლდის იარაღი დალოცა და დაიფიცა, რორომ მისთვის შურს იძიებდა. ტრისტანი თავდაპირველად საკუთარ ხმალს სთავაზობს, მაგრამ იზოლდა უარს ეუბნება და მონანიების სასმისის დალევას მოითხოვს. ტრისტანმა იცის, რომ ელექსირმა შეიძლება სიცოცხლეს გამოასალმოს, რადგან მისთვის ცნობილია იზოლდას მაგიური შესაძლებლობები („Wohl kenn' ich Irland's Königin“). მოგზაურობა თითქმის სრულდება, როცა ისინი ელექსირს სვამენ. იგი მოქმედებს, მაგრამ სიკვდილის ნაცვლად სიყვარულს იწვევს ("Tristan!" "Isolde!"). კურვენალი აცნობებთ, რო,რომ გემზე მეფე ამოდის. იზოლდა ეკითხება ბრანგენეს, თუ რა სასმელი მოამზადა, რაზეც მსახური პასუხობს, რომ ეს არა საწამლავი, არამედ სიყვარულის ელექსირი იყო.
 
==სქოლიო==