ოზონის შრე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლება
ხაზი 1:
[[ფაილი:Ozone cycle.svg|მინი|ოზონ-ჟანგბადის ციკლი ოზონის შრეში]]
[[ფაილი:Ozone altitude UV graph.jpg|right|280px|მინი|ოზონის ფენის მიერ ულტრაიისფერი გამოსხივების აბსორბცია]]
[[ფაილი:Future ozone layer concentrations.gif|მინი]]
'''ოზონის ფენა''' ('''''ოზონსფერო''''') — [[სტრატოსფერო]]ს ნაწილი, რომელშიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ხარჯზე მიმდინარეობს [[ჟანგბადი]]ს იონიზაცია, რასაც მოყვება [[ოზონი]]ს წარმოქმნა (О3). ვრცელდება 12 [[კმ]]-იდან 50 [[კმ]]-მდე, ტროპიკულ განედებში 25-30 [[კმ]]-ზე, ხოლო პოლარულ მხარეებში 15-20 [[კმ]]-ზე. [[ოზონი]]ს მაღალი კონცენტრაცია შთანთქავს საშიშ [[ულტრაიისფერი გამოსხივება|ულტრაიისფერო სხივებს]] და ამით ხმელეთზე გავრცელებულ სიცოცხლეს იცავს დამღუპველი გამოსხივებისაგან. ოზონის ფენა უნიკალური თვითბალანსირებადი სისტემაა. რაც უფრო დიდი რაოდენობით აღწევს [[ულტრაიისფერი გამოსხივება]] დედამიწის ხმელეთს, მით უფრო ინტენსიურად განიდცის [[ჟანგბადი]] ოზონად გარდაქმნას. ამასთანავე [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროში]] რაც უფრო დიდი რაოდენობითაა ოზონი, მით უფრო არის გაძლიერებული მის მიერ ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმა.
'''ოზონის შრე''' — დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი, სადაც ექსპერიმენტული მეთოდით შესაძლებელი ხდება ოზონის დადგენა. იკავებს სივრცეს დედამიწის ზედაპირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 70-80 კმ-მდე. უფრო ვიწრო გაგებით, ოზონის შრეს ან ოზონსფეროს უწოდებენ მთლიანად სტრატოსფეროს ან მის ფენას 20-იდან 30 კმ-მდე, სადაც წარმოდგენილია ოზონის ყველაზე დიდი რაოდენობა. ოზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
 
თუკი მთელ ატმოსფეროში შენარჩუნდებოდა ნორმალური პირობები და შესაძლებელი იქნებოდა მისი დაყოფა შრეებად, რომელთაგან თითოეული იქნებოდა მხოლოდ ერთი აირის შემცველი, მაშინ მთელი ატმოსფერო დაიკავებდა დაახლოებით 8 კმ სისქის შრეს, ხოლო ოზონის შრის სისქე დაახლოებით 3 მმ იქნებოდა. ამ ჰიპოთეტური ოზონის შრის სისქე კონკრეტულ ადგილზე განსაზღვრავს ოზონის შრის უმნიშვნელოვანეს მახასიათებელბს, - ოზონის საერთო შემცველობას, რომელიც დობსონის ერთეულებში იზომება და რომელსაც სახელი ეწოდა ბრიტანელი ფიზიკოსისა და მეტეოროლოგის გორდონ მილერ ბორნ დობსონის პატივსაცემად. [[დობსონის ერთეული]] წარმოადგენს
ოზონის მეტად დიდი სისქე ვრცელდება 20-25 [[კმ]]-ზე, ხოლო საერთო მოცულობის ნაწილი — 40 [[კმ]]-ზე.
ოზონის მოლეკულების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა 0,01 მილიმეტრი სისქის სუფთა ოზონის შრის წარმოსაქმნელად 0 გრადუს ცელსიუსსა და 1 ატმოსფერო ჰაერის წნევის პირობებში. მოყვანილი ოზონის შრის 3 მმ-იანი სისქე შეესაბამება დობსონის 300 ერთეულს. ეკვატორიდან დაცილებისას ოზონის საერთო შემცველობა ჩვეულებრივ იზრდება; ოზონის მაქსიმალური საერთო შემცველობა შეინიშნება გაზაფხულის დასაწყისში, მინიმალური — შემოდგომაზე. ეს დამოკიდებულება არამტკიცეა ანტარქიდისთვის. ოზონის საერთო შემცველობა შეიძლება იცვლებოდეს დობსონის 80 ერთეულიდან (ანტარქტიდაზე გაზაფხულის ოზონურ ანომალიამდე) დობსონის 650 ერთეულამდე (შორეულ აღმოსავლეთზე ზამთრის ბოლოს – გაზაფხულის დასაწყისამდე). ატმოსფერული ოზონის ძირითადი ნაწილი მდებარებოს სტრატოსფეროში, 1%-ზე ნაკლები მეზოსფეროში, 10-15 % ტროპოსფეროში. ატმოსფეროში ზონის მოლეკულები მუდმივად გადაადგილდებიან. ატმოსფეროშ ოზონის მთავარი წყაროა ზედა სტრატოსფერო, სადაც იგი წარმოიქმნება მოლეკულური ჟანგბადისაგან მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით.
 
== ჩეპმანის მექანიზმი ==
ცნობილმა ბიოფიზიკოსმა [[სიდნი ჩეპმენი|სიდნი ჩეპმენმა]] შექმნა ოზონის წარმოქმნისა და ხარჯვის მექანიზმი, რომელიც მის სახელს ატარებს.
ოზონის წარმოქმნის რეაქცია:
 
О<sub>2</sub> + hν → 2О
 
О<sub>2</sub> + O → О<sub>3</sub>
 
[[სტრატოსფერო]]ში ჟანგბადის მოლეკულური ფიტოდისოციაცია მიმდინარეობს ულტრაიისფერი გამოსხვების ზეგავლენით.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფერო]]
* [[გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/437240/ozone-layer ოზონის ფენა – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://www.nas.nasa.gov/About/Education/Ozone/ozonelayer.html NASA Advanced Supercomputing Division] {{en}}
 
== ლიტერატურა ==
* Andrew Dessler. The Chemistry and Physics of Stratospheric Ozone. Academic Press. 2000
* Seinfeld, John H.; Pandis, Spyros N. (1998). Atmospheric Chemistry and Physics: From Air Pollution to Climate Change. John Wiley and Sons, Inc. ISBN 0-471-17816-0.
* И.К. Ларин Химия озонового слоя и жизнь на Земле // Химия и жизнь - XXI век. — 2000. — № 7. — С. 10–15..
 
{{დედამიწის ატმოსფერო}}
 
[[კატეგორია:დედამიწის ატმოსფერო]]
[[კატეგორია:ჟანგბადი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოზონის_შრე“-დან