მწვანე წიგნი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კინოფილმი | სახელი = მწვანე წიგნი | სურათი = Green Book (film, poste...
 
No edit summary
ხაზი 35:
| საიტი =
}}
'''მწვანე წიგნი''' ({{lang-en|Green Book}}) — რეჟისორ [[პიტერ ფარელისფარელი]]ს 2018 წლის ამერიკული ბიოგრაფიული დრამა. ფილმის მოქმედება ვითარდება [[1962|1962 წელს]] და მოგვითხრობს ცნობილი ჯაზის პიანისტის [[დონ შირლისაშირლი]]სა და მისი მძღოლის [[ტონი ლიპისლიპი]]ს მოგზაურობის რეალურ ისტორიას სამხრეთ [[აშშ]]-ში, რომელთა შორის დროთა განმავლობაში მეგობრობა გაჩნდება. მთავარ როლებში მონაწილეობენ: [[მაჰერშალა ალი]], რომელმაც შეასრულა დონ შირლის როლი და [[ვიგო მორტენსენი]], რომელმაც ითამაშა ტონი ლიპის როლი. ფილმისთვის სცენარი დაწერეს პიტერ ფარელიმ, ბრაიან ჰეიეს კარიმ და ტონი ლიპის შვილმა — [[ნიკ ვალელონგამ,ვალელონგა]]მ; სცენარი დაფუძნებულია ნიკ ვალელონგას მამისა და შირლის ინტერვიუზე და აგრეთვე მამამისისა და დედამისის წერილებზე. ფილმის სახელწოდება მომდინარეობს ვიქტორ ჰიუგო გრინის მიერ დაწერილ გზამკვლევ მწვანე წიგნიდან, რომელიც განკუთვნილი იყო შავკანიანი ავტომობილისტებისათვის და რომელიც აშშ-ში გამოდიოდა 1936-1966 წლებში.
 
მწვანე წიგნის მსოფლიო პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2018 წლის 11 სექტემბერს, სადაც მოიგო მთავარი ჯილდო სახალხო არჩევანი. აშშ-ში ფილმი ორიგინალურ გაქირავებაში გამოვიდა 2018 წლის 16 ნოემბერს, სადაც დისტრიბუცია გაუწია Universal Pictures-მა და მსოფლიო მასშტაბით ფილმმა მოაგროვა 144 მილიონი აშშ დოლარი. ფილმმა მიიღო კრიტიკოსების დადებითი შეფასება, მაღალი შეფასება მიიღეს აგრეთვე ვიგო მორტენსენმა და მაჰარშალა ალიმ, თუმცა ისტორიული უზუსტობების გამო ფილმმა რამდენადმე კრიტიკაც დაიმსახურა.