სოსიპატრე ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სოსიპეტრე ასათიანი''' (დ. [[1872]], [[ქუთაისი]] — გ. [[1971]], [[პარიზი]]) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
 
[[1905]] წელს რევოლუციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს ქუთაისში. [[1907]] წელს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზებით, სხვა სოციალ-დემოკრატ პატიმრებთან (მათ შორის, ლეო ქიაჩელთან) ერთად გაიპარა ციხიდან და ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება შვეიცარიაში ყოფნის დროს, ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო. რუსეთის თებერვლის რევოლუციამდე ცხოვრობდა ჟენევაში. [[1917]] წელს დაბრუნდა საქართველოში. მცირე ხნით დაინიშნა ლეჩხუმისა და სვანეთის კომისრად. [[1918]] წლიდან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარგარეთის მისიებში. თავდაპირველად იყო წარგზავნილი უკრაინაში, ხოლო [[1919]] წელს რუმინეთში გაიგზავნა საქართველოს წარმომადგენლად. [[1919]] წლის ბოლოდან შეუერთდა პარიზში მყოფ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] დელეგაციას, იყო დელეგაციის მდივანი. [[1921]] წლის 25 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც [[აკაკი ჩხენკელი|აკაკი ჩხენკელმა]] ოფიციალური რწმუნებათა სიგელი გადასცა ალექსანდრ მილიერანს, იკავებდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობას. [[1933]] წელს, მანამ, სანამ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური სტატუსი გააჩნდა, იკავებდა საელჩოს პირველი მდივნის პოსტს. საელჩოს გაუქმების შემდეგ, [[1933]]-[[1947]] წელში,წლებში იყო საელჩოს ნაცვლად შექმნილი „ქართული ოფისის“ დირექტორი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაში. იყო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის წევრი. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
 
== ლიტერატურა ==