ბორჯომის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
 
===შიგა წყლები===
მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ კვეთს მდინარე [[მტკვარი]]. მარჯვნიდან მას ერთვის [[ბორჯომულა]] და [[გუჯარეთისწყალი]]. მდინარეები ძირიტადად თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობენ. წყალდიდობა იცის აპრილ-მაისში, წყალმცირობა — ზამთარში. მდინარეებს იყენებენ როგორც [[ენერგეტიკა|ენერგეტიკული]] მიზნით, ასევე სარწყავად. მუნიციპალიტეტში ბევრი [[ტბა]]ა: [[ტაბაწყური]], [[კახისის ტბა|კახისი]], [[წეროს ტბა]], მინდიაშვილის ტბა და სხვა. ტაბაწყურისა და კახისის ტბებში ბევრია [[კალმახი]] და სხვა ძვირფასი ჯიშის თევზები.
 
[[ტბა|ტბები]]: [[ტაბაწყური]], [[კახისის ტბა|კახისი]], [[წეროს ტბა]] და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა [[მინერალური წყლები]], განსაკუთრებით კი ფართოდ ცნობილი [[ბორჯომი (წყალი)|ბორჯომის მინერალური სამკურნალო წყალი]].
===ნიადაგები===
უმთავრესად გავრცელებულია ტყის ყომრალი და გაეწერებული ყომრალი ნიდაგები (1100-1300 მ.-დან 1600-1700 მ.-მდე). ქვედა ზონაში ტყის ყავისფერი ნიადაგია. ტყის ზონის ზემოთ განვითარებულია მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგი.
 
ძირითადი ლანდშაფტებია:
#მთა-ეობათა ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარით, ჭალისა და ნაწილობრივ წიწვიანი ტყეებით, ალუვიური და ტყის ყომრალი ნიადაგებით
#საშუალო მთები, მოსწორებული ზედაპირების უბნებით, წიფლის ტყითა და ტყის ყომრალი ნიადაგებით
#საშუალო მთები წიწვიან-ფოთლოვანი (ფიჭვნარ-წიფლნარ-მუქწიწვიანი) ტყეებითა და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგებით
#სუბალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგებით
 
===ფლორა და ფაუნა===
მუნიციპალიტეტი მდიდარია მცენარეულობით. აქ ცნობილია 1600-ზე მეტი სახეობა. რაიონის ტერიტორიის თითქმის 2/3 უჭირავს ტყესა და ბუჩქნარს, გაბატონებულია უმთავრესად ნაძვნარ-სოჭნარი და ნაძვნარ-წიფლნარი, არის ფიჭვნარიც. ტყეებში ზოგან გავრცელებულია მარადმწვანე ქვეტყე და კოლხური ლიანები. შერეულ ტყეებში წიწვიანების გვერდით გვხვდება [[წიფელი]], [[ნეკერჩხალი]], [[მუხა]], [[არყი]]. 2100-2200 მ. სიმაღლეზე ტყეებს ცვლის სუბალპური მდელოები, რომლებიც სათიბ-საძოვრებადაა გამოყენებული. ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცხადებულია [[საქართველოს დაცული ტერიტორიები|დაცულ ტერიტორიად]].
 
მუნიციპალიტეტის ფაუნა ნაირფეროვანია. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება [[ირემი]], [[შველი]], ტყისა და თეთრყელა კვერნები, [[წავი]], [[მაჩვი]], [[მგელი]], [[მელა]], იშვიათად [[მურა დათვი]] და [[ფოცხვერი]]. მრავაგანაა კავკასიური და ტელეუტური [[ციყვი]]. ფრინველებიდან აქ ბინადრობს [[კავკასიური როჭო]], [[არწივი]], [[კოდალა]] და სხვ. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია ცხვირრქოსანი გველგესლა, ანკარა, ბოხმეჭა და სხვ; ამფიბიებიდან — კავკასიური სალამანდრა, რამდენიმე სახეობის ტრიტონი, კავკასიური ჯვრიანა და სხვ; თევზებიდან აღსანიშნავია კალმახი, მურწა და სხვ. ბევრია კიბოსნაირები, ობობები, მწერები, მოლუსკები და სხვ.
 
== მოსახლეობა ==