თაბასარანული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თაბასარანული ენა''' — [[კავკასიური ენები|კავკასიურ ენათა ოჯახის]], [[ნახურ-დაღესტნური ენები|ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის]], [[ლეზგიური ენები|ლეზგიურილეზგიურ ენათა ქვეჯგუფის]] ერთ-ერთი ენა.

გავრცელებულია სამხრეთ დაღესტანში, [[თაბასარანის რაიონი|თაბასარანისა]] და [[ხივის რაიონი|ხივის რაიონებში]]. თაბასარანულ ენაზე ლაპარაკობს 128 900 კაცი<ref>[http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=tab A language of Russian Federation]</ref>. გამოიყოფა 2 დიალექტი: სამხრეთისა და ჩრდილოეთის.
 
თაბასარანულ ენაში გარჩეულია ხმოვნები: a, i, e, u, ü, ფარინგალიზებული a, u, მოკლე ხმოვნები უმახვილო ხმოვანთა დასუსტების შედეგია, გრძელი — სხვა ფონეტიკური ცვლილებებისა. მახვილი სუსტია, დინამიკური, ზოგჯერ გრამატიკული მნიშვნელობაც აქვს. თანხმოვანთა სისტემაში გვაქვს დენტოლაბიალიზებული შიშინა ფონემები. ბილაბიალიზაცია წარმოდგენილია სამხრეთის დიალექტში, ჩრდილოეთის დიალექტში დაკარგულია. ხშულთა სისტემა ოთხეულებრივია, სპირანტთა — სმეულებრივი (სამხრეთის დიალექტში — წყვილეულებრივი).