ღეროვანი უჯრედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დავუნატე ახალი ინფორმაცია ღეროვან უჯრედებზე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''ღეროვანი უჯრედი''' ([[ინგლისური ენა|ინგლ.]] - ''stem cell''), არის [[უჯრედი]], რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. მისი დანიშნულებაა საჭიროებისას ორგანიზმის რეგენერაცია. წყაროს მიხედვით ღეროვანი უჯრედები იყოფა ემბრიონულ, ფეტალურ და მოზრდილთა ღეროვან უჯრედებად. განვითარების რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფება წყარო, მით უფრო მეტი ტიპის უჯრედს უდებს დასაბამს ღეროვანი უჯრედი. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები მიიღება 5–14 დღის ემბრიონიდან. მათ აქვთ პოტენციალი წარმოშვან ყველა ტიპის (ან თითქმის ყველა ტიპის) უჯრედები ლაბორატორიულ პირობებში კულტურაში, თუმცა ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ტერატოკარცინომა. ეს პრობლემა შესაძლოა უჯრედების წინასწარი ლაბორატორიულ პირობებში დიფერენცირებით გადაიჭრას. მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები კი ძირითადად იმ ქსოვილს აღადგენენ, საიდანაც წარმოიშვნენ. მათი პოტენციალი საგრძნობლად ჩამოუვარდება ემბრიონული ღეროვანი უჯრედების პოტენციალს, თუმცა მოზრდილთა სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები უკვე მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან წარმატებით გამოიყენება კლინიკაში ლეიკემიების, ლიმფომების, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტებისა და ანემიების, ლიზოსომური დაავადებების სამკურნალოდ. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და პერიფერიული სისხლიდან მობილიზებული სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არის მოზრდილთა სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ორი მეთოდი. ფეტალური ღეროვანი უჯრედები მიიღება აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან ან მშობიარობის შემდგომ პლაცენტაში დარჩენილი სისხლიდან. ეს უკანასკნელი ცნობილია ასევე ჭიპლარის ვენის სისხლის სახელით. ღეროვანი უჯრედი ორი ნაწილად ყოფენ ესენია სომატური ღეროვანი უჯრედი და ემბრიონული ღეროვანი უჯრედი, სომატური ღეროვანი უჯრედები არადიფერენცირებულია უჯრედების ძალიან მცირე გროვების სახით არიან ჩართული ზრდასრული ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილების დიფერენცირებულ უჯრედებს შორის. აქ ისინი არ არიან ყოველთვის აქტიურები დაყოფას და დიფერენცირებას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც ქსოვილი ზიანდება, ანუ მათი ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმში ქსოვილების აღდგენა, რომელშიც ისინი მდებარეობენ.
სომატური ღეროვსნი უჯრედებით ასევე მდიდარია ძვლის წითელი ტვინი.
სომატური ღეროვანი უჯრედები ასევე აღმოჩენილია კუნთებსა და ღვიძლში. სომატურ უჯრედებს ასევე შეუძლიათ გარდაიქმნან იმ ქსოვილის უჯრედებად, რომლებშიხ იმყოფებიან,არამედ წარმოქნან სხვა სახის უჯრედებიც. ასეთ თვისებას პლასტიკურობა შეარქვეს
 
 
ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს ჩანასახი შეიცავს განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპებზე. მათ პრაქტიკულად ყველა სახის უკრედად გარდაქმნის უნარი აქვთ. სწორედ ამ არადიფერენცირებული უჯრედების გამრავლებითა და სპეციალიზებით წარმოიქნება ზრდასრული ორგანიზმში არსებული სხვადასხვა სახის უჯრედები. ამიტომ, მეცნიერები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ემბრიონულ უჯრედების გამოყენებას ცდილობენ.
 
{{მედიცინა}}