ტელეფონი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 5.178.161.213-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა UndDerDie-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
No edit summary |
||
ხაზი 2:
{{წყარო}}
[[ფაილი:ATTtelephone-large.jpg|thumb|right|200px|ფირმა Touch Tone®-ის ცალხაზიანი სამუშაო ტელეფონი, შეტყობინების ნათურით.]]
'''ტელეფონი''' ([[ბერძნ.]] τῆλε - "შორს" და φωνή - "ხმა") — [[ტელეკომუნიკაცია|ტელეკომუნიკაციის]] მოწყობილობა რომელიც გამოიყენება [[ბგერა|ბგერის]] მიღება-გადაცემისთვის ([[ლაპარაკი]]სთვის), როგორც წესი ორი ადამიანის სასაუბროდ, იშვიათად სამი ან მეტის. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საურთიერთობო მოწყობილობაა. უმეტესობა ტელეფონებისა მუშაობს [[სიგნალი|ელექტო-სიგნალების]] გადაცემით, რთულ [[სატელეფონო ქსელი|სატელეფონო ქსელში]].
== ტელეფონის აპარატი ==
ტელეფონის აპარატი, [[სატელეფონო კავშირგაბმულობა|სატელეფონო კავშირგაბმულობის]] სისტემის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაფან: ''საკომუტაციო-გამოსაძახებელი'' (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და ''სალაპარაკო'', რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას.
ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს. ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი, [[რადიოსატელეფონო კავშირი]]სათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, [[ვიდეოტელეფონი]] და სხვა. ტელეფონის ერთ-ერთ გამომგონებლად ითვლება [[ალექსანდერ გრეიამ ბელი]]. {{ესკიზი}}
|