შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 160:
== საქართველოს მეფეები ==
 
გამარჯობა BRUTE! საქართველოს მეფეების ქრონოლოგია თავდაპირველად, მე ვფიქრობ უნდა თარგმნილიყო და შევსებულიყო კირილ თუმანოვის მეფეების ქრონოლოგიის მიხედვით. თითოეული მეფის გვერდზე შესაძლებელი იქნებოდა ყველა ისტორიკოსის ვერსიის მითითება, ინფოდაფებში, ვთქვათ როგორც [[ადერკი]]ს გვერდი. ძალიან აღრეულია იბერიის მეფეების სია, გეთანხმები, რადგან თვით [[იბერიის სამეფო]]ს გვერდზე მეფეების ქრონოლოგია, სქოლიოში მითითებული – პირობითი თარიღების შესახებ უმართებულოა. ქსე-ს მითითება წყაროდ არ მგონია სწორი იყოს, რადგან იგი ხშირ შემთხვევაში ს. გორგაძის ვერსიას ემხრობა. გამიხარდება თუ ამ თემაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. ჩემი სურვილი პირადად ეგაა, რომ დალაგდეს ბოლოსდაბოლოს, რადგან მითრიდატე VII ან VIII არაა ვახტანგის მამა, არამედ საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მირდატ V-ა. ეს [https://ru.wikipedia.org/wiki/Фарсман_I ფარსმანის I] [https://ru.wikipedia.org/wiki/Митридат_I_(царь_Иберии) მითრიდატე I-ის] მეორე ძეა (წყარო — ლიტერატურა: საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000). წყარო მხოლოდ ს. გორგაძეს ეთანხმება, რომელიც თავის მხრივ გაზიარებულია ქსე-ში. მთელი ქართული ვიკიპედია მხოლოდ ქსე-ზეა აწყობილი, არადა უმეტესად, რომელი ისტორიული ქრონოლოგიაც უმრავლესობაშია ის უნდა ჩაწერილიყო, მაგრამ ვინაიდან ძველი ქრონიკები თანამედროვეობაში გაზიარებული არაა, მაშინ უნდა თარგმნილიყო მეფეების ქრონოლოგია, კ. თუმანოვის ვერსიის მიხედვით, რომ ერთის მხრივ თანხვედრაში მოსულიყო უცხოელი მკითხველისთვის და მეორეს მხრივ, თვით მეფეების გვერდებზე, მხოლოდ მას შემდეგ რაც ვთქვათ ფრანგულ ვიკიპედია ითარგმნებოდა (კ. თუმანოვის ვერსია), ჩაიწერებოდა ასევე ყველა ის ქრონიკა რომელიც ჩვენს მე-4 განხილვაშია. ასევე უნდა არსებობდეს ეს გვერდი [https://fr.wikipedia.org/wiki/Liste_des_rois_d%27Ibérie იბერიის მეფეების სია], სადაც სხვადასხვა ვერსიების ჩაწერა იქნებოდა შესაძლებელი.--[[მომხმარებელი:Lasha-george|Lasha-george]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Lasha-george|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Lasha-george|წვლილი]]</sub> 10:30, 29 იანვარი 2019 (UTC)