ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
სტატიის ავტორს რომ უჭირს ქართული გრამატიკისა და ენობრივი სტილისტიკის ხლართებში გარკვევა, ეს გასაგებია და პრობლემა არაა. მაგრამ შემფასებლებმა არ მითხრათ, რომ ეს ხარვეზები წაკითხვისას გამოგრჩათ... სასაცილო იქნება. ასეთი ფარისევლური დამოკიდებულება ვიკიპედიის სტატიების ხარისხის მიმართ დამღუპველია. არადა რა მარტივია: თუ წაიკითხე, შეაფასე; თუ არ წაგიკითხავს, თავი შეიკავე! ხომ არავინ არავის არაფერს აძალებს! გმადლობთ. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 10:32, 19 იანვარი 2019 (UTC)
:ერთგვარი მიდგომაა, რომ რახან ბევრი წერია (ანუ დიდი სტატიაა) რჩეულობას იმსახურებს. უნდა იყოს აქტიურობა, სამი მომხმარებლის მიერ სტატიის რჩეულად გამოცხადება სწორია? არა. რახან დიდი სტატიაა რჩეულად გამოცხადება (მითუმეტეს გადაუკითხავად) არასწორია. ამიტომ არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა ამ არჩევნებში (გამონაკლისის [[კასპიის ზღვა]]). ახლა ალბათ ისევ რუპორებად ჩაგვთვლიან, მაგრამ.... [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 10:52, 19 იანვარი 2019 (UTC)
::სამი მომხმარებლის მიერ არჩეული სტატია არაა პრობლემა. თუ მხოლოდ სამი მომხმარებელი წაიკითხავს, დიახაც რომ მხოლოდ ამ სამმა უნდა შეაფასოს და მისცეს ხმა. სხვებს უბრალოდ უნდა ეყოთ მოთმინება და ბრმა ხმა არ მისცენ მეგობრის, ახლობლის, გავლენიანი ვიკიპედიელის თუ ვიკიმედიელის სტატიას. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 11:07, 19 იანვარი 2019 (UTC)