ვალერიან კანდელაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
ვალერიან კანდელაკი იყო ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც მიმართულება მისცა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში. იგი დაიბადა წვრილშვილიანი მღვდლის ოჯახში. ვალერიანი [[1891]] წლიდადნ [[1892]] წლამდე სწავლობდა [[ოზურგეთი]]სოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი|ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში]]. 1892 წელს იგი გადაჰყავთ [[ქუთაისი]]ს სასწავლებელში სადაც დაამთავრა 4 კლასი. ამის შემდეგ ვალერიანს გზავნიან [[ყირიმი|ყირიმში]] და სწავლას აგრძელებს [[იალტა|იალტის]] ნიკიტის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა [[1903]] წელს. ამავე წელს იწყებს პრაქტიკას იალტის სკოლის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა სარდაფში. შემდეგ ეწყობა მეღვინედ „მაგარაჩის“ მახლობლად მდებარე „სულთამ“ მამულის სარდაფში, სადაც იმ დროს მუშაობდა მისი ძმა ევგენი, რომელსაც ასევე დამთავრებული ჰქონდა ნიკიტის სასწავლებელი. როგორც ეტყობა ძმამ დიდი გავლენა მოახდინა ვალერიანზე გზის არჩევანში.
 
სულთამ მამულის სარდაფში, ვალერიან და ევეგენი კანდელაკებთან ერთად, იმ დროს ცდებს ატარებდა სახელგანთქმული მეღვინე, შემდეგში პროფესორი მ. ა. ხოვრენკო მათ ერთად დაამზადეს წითელი ღვინო დურდოს გაცხელების გზით. 1907 წელს ძმები კანდელაკები იწყებენ სამეურნეო საქმიანობას. იჯარით იღებენ ყირიმში ”შარანის” მამულებში მევენახეობა-მეღვინეობის საწარმოს, სადაც პირველად რუსეთის იმპერიაში ქარხნული წესით დაამზადეს პასტერიზებული ყურძნის წვენი.