აფრიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 810:
მკვიდრ მოსახლეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]] უძველესი დროიდან მცხოვრებ, [[არაბები|არაბებს]] და [[ბერძნები|ბერძნებს]], რომლებიც ევროპული რასის სამხრეთ შტოს მიეკუთვნებიან. მათი სალაპარაკო ენა ძირითადად [[არაბული ენა|არაბულია]]. ნეგროიდები კონტინენტის ძირითად ნაწილში ცხოვრობენ. მათთვის დამახასიათებელია შავი კანი, მუქი ფერის თმა და თვალები, წაგრძელებული თავის ქალა, ვიწრო ცხვირი და ოვალური სახე. ისინი ცხოვრობენ [[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით, კონტინენტის დიდ ნაწილზე და ქმნიან ეკვატორული რასის აფრიკულ შტოს. ნეგროიდებს შორის განსხვავებაა კანის ფერის, სიმაღლის და თავის ქალის მოყვანილობის მიხედვით. სიმაღლით გამოირჩევიან [[ნილოტის ხალხები]], რომლებიც [[ნილოსი]]ს ზემო წელსა და [[ვიქტორიის ტბა|ვიქტორიის ტბის]] აღმოსავლეთით ცხოვრობენ. მათი საშუალო სიმაღლეა 180-200 სმ. ნილოსის ზემო დინების მიდამოებში ნეგროიდები ძალიან მუქი, თითქმის შავი ფერის კანით გამოირჩევიან.
[[ფაილი:Kobli1.jpg|thumb|left|[[ბენინი|ბენინელი]] ქალი.]]
[[ეკვატორული ტყეები]]ს ნეგროიდები — [[პიგმეები]] დაბლები (150 სმ-ზე დაბალი) არიან. [[ბერძნული ენა|ბერძნული]] სიტყვა „პიგმიოს“ სიტყვა-სიტყვითსიტყვასიტყვით „მუშტისტოლა ხალხს“ ნიშნავს, [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] კი მას კარგად ეხამება სიტყვა „ცეროდენა“. მათ კანის ფერი შედარებით უფრო ღია აქვთ, ვიდრე სხვა ნეგროიდებს, ტუჩები თხელი. პიგმეები ტყის მობინადრეები არიან. [[ტყე]] მათთთვის სახლი და არსებობის მთავარი საშუალებაა, ისინი აფრიკის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი არიან.
 
სამხრეთ აფრიკის [[უდაბნო]]ებსა და [[ნახევარუდაბნო]]ებში ცხოვრობენ [[ბუშმენები]] და [[ჰოტენტოტები]]. მათ აქვთ მოყვითალო ყავისფერი კანი და ბრტყელი სახე, რითაც ისინი მონღოლოიდებს ჰგვანან. ბუშმენები პიგმეებივით ტანდაბალნი, მაგრამ ძვალწვრილნი არიან ("ბუშმანი"„ბუშმანი“ სიტყვა-სიტყვითსიტყვასიტყვით "ბუჩქის„ბუჩქის კაცს"კაცს“ ნიშნავს). ევროპელი დამპყრობელების წყალობით მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
 
ზოგიერთი მკვლევარი [[ეთიოპიელები|ეთიოპიელებს]] გარდამავალ რასას მიაკუთვნებს. ისინი გამოირჩევიან ღია, მაგრამ მოწითალო ფერის კანით. ეთიოპიელები გარეგნობით ახლოს არიან ევროპული რასის სამხრეთის შტოსთან. სიტყვა-სიტყვითსიტყვასიტყვით „ეთიოპი“ — „მზით დამწვარს“ ნიშნავს. [[მალაგასიელები]] მონღოლოიდური და ნეგროიდული რასის შერევით წარმოიქმნა. მოსული ევროპეიდული წარმოშობის მოსახლეობა ძირითადად ხელსაყრელი პირობების მქონე ადგილებში ცხოვრობს და კონტინენტის მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენს. [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]], ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ცხოვრობენ [[ფრანგები]], ხოლო კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში — [[აფრიკანერები]] ([[ნიდერლანდები]]დან გადმოსახლებულთა შთამომავლები), [[ინგლისელები]] და სხვ.
 
== ენები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკა“-დან