ხევი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
==ისტორია==
ხევი ძველი დროიდან დასახლებული კუთხე იყო, რასაც მოწმობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული [[ყაზბეგის განძი]].
 
 
[[თეიმურაზ ბატონიშვილი]]ს მიხედვით ხევში იმოგზაურა [[ანდრია პირველწოდებული|ანდრია მოციქულმა]], რომელმაც [[გერგეტი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)|გერგეტში]] აღმართა ჯვარი.<ref>''[[თეიმურაზ ბატონიშვილი]]'', „[[ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა]]“ გვ. 143 — სანქტ-პეტერბურგი, სამეცნიერო აკადემიის სტამბა, 1848</ref><ref>''ითონიშვილი ვ.'' „ხევის ტოპონიმიკა“ გვ. 130 — თბილისი, „მეცნიერება“, 1971</ref><ref>{{სძა|2|444|კახაძე კ. ჩიმაკაძე თ.}}</ref>
Line 39 ⟶ 38:
დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის [[საქართველო]]ს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან ([[საქართველოს სამხედრო გზა]], [[დარიალის ხეობა]]). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა ([[1620-იანები|1620-იანი]] წლებიდან [[1743]] წლამდე, [[არაგვის საერისთავო|არაგვის საერისთავოს]] გაუქმებამდე). 1743 წელს ხევი მიმდებარე ტერიტორიებთან (თრუსოს ხეობა, [[მთიულეთი]], [[გუდამაყარი]]) საუფლისწულო მამულებად გამოცხადდა და [[ერეკლე II]]-ის შვილების გამგებლობაში გადავიდა. [[XVIII საუკუნე]]ში ხევი იყოფოდა [[სტეფანწმინდა|სტეფანწინდის]], [[სნო]]ს, [[ფანშეტი]]სა და [[მნა|მნის]] სამოურავოებად.
 
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხევი [[დუშეთის მაზრა]]ში მოექცა. მთიულეთის [[1804]] წლის აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ.
 
==ისტორიული ძეგლები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხევი_(მხარე)“-დან