ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.104.110.155-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 34:
ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ [[ხანმეტობა|ხანმეტობასა]] და [[ჰაემეტობა|ჰაემეტობას]]. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა. ძველი ქართულის უძველეს ძეგლებად ითვლება დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე), იუდას უდაბნოს წარწერები (430) და წარწერები [[ბოლნისის სიონი|ბოლნისის სიონზე]], რომელიც V საუკუნის ბოლო მეოთხედისა. პირველი თარიღიანი ხელნაწერია „სინური მრავალთავი“ (864), თარიღიან ოთხთავთა შორის ყველაზე ძველია [[ადიშის ოთხთავი]] (897), რომელიც დღეს მესტიის მუზეუმშია დაცული. V საუკუნიდან იქმნება ქართული ორიგინალური ლიტერატურა. პირველი ლიტერატურული ძეგლი [[იაკობ ხუცესი]]ს „[[შუშანიკის წამება]]ა“.
 
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის [[კილო|კილოები]] — [[ქართლური კილო|ქართლური]] და [[კახური კილო|კახური]] დაედო. არის მოსაზრება, რომ ქართული ენის საფუძველი გახდა ზედიალექტური კოინე — დედაქალაქის (მცხეთის) მეტყველება. XI-XII საუკუნეებში ქართული ენა იმდენად განვითარებული იყო, რომ [[ფილოსოფია|ფილოსოფიურ]] თხზულებათა ქართულად თარგმნა და ინტერპრეტაცია დაუბრკოლებლად ხდებოდა (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი). ახალ ქართულ ენაზე შეიქმნა XII საუკუნის საერო ლიტერატურა (ვეფხისტყაოსანი, მეხოტბეთა პოეზია, საისტორიო ორიგინალური ნაწარმოებები, ნათარგმნი პოეზია). XVIII საუკუნეში ახალი ქართული ენის ჩამოყალიბების პროცესი დასრულებულია (დავით გურამიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი). XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან შეწყდა ქართული ენის ბუნებრივი განვითარების ხაზი, რაც დაკავშირებულია [[ანტონ კათალიკოზიI]]ის მოღვაწეობასთან. ერთი საუკუნის შემდეგ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენის განვითარების ჩვეულებრივ ჩარჩოებში მოქცევასა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძის]], [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთლის]], [[გოგებაშვილი, იაკობ|იაკობ გოგებაშვილის]], [[ხუნდაძე, სილოვან|სილოვან ხუნდაძისა]] და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
 
=== 1978 წლის 14 აპრილი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_ენა“-დან