გურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 104:
[[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774|ქუჩუკ-კაინარჯის ზავის]] შემდეგ ოსმალეთი თანდათან იპყრობდა გურიის სამთავროს მიწა-წყალს და მას ქვემო გურია გამოგლიჯა. საზღვარი მდინარე ცხრაფონაზე გადიოდა. დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გურიის სხვა მხარეებში გადასახლდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში გურია ოსმალთა ბოლომოუღებელი შემოსევების ასპარეზად იქცა. [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[სოლომონ I|სოლომონ I-მა]] [[1784]] წლის მარტში სცადა ქვემო გურიიდან ოსმალების განდევნა, მაგრამ [[ციხისძირი|ნაჭიშკრევთან]] დამარცხდა. ამის შემდეგ ეს მხარე [[1878]] წლამდე ოსმალეთის ხელში იყო.
 
XVIII საუკუნის მიწურული და XIX საუკუნის დასაწყისი გურიაში შინააშლილობით გამოირჩეოდა. 1792 წელს გარდაიცვალა მთავარი [[სიმონ III გურიელი]]. მემკვიდრე [[მამია V გურიელი|მამია]] სამი წლის იყო, რითაც ისარგებლა მისმა ბიძამ, [[ვახტანგ III გურიელი|ვახტანგმა]] და [[სოლომონ II]]-ის დახმარებით დაიკავა მთავრის ტახტი. სიმონისა და ვახტანგის კიდევ ერთი ძმა, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო]], გელათში ბერად იყო აღკვეცილი და [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის ეპისკოპოსად]] კურთხევისთვის ემზადებოდა. 1797 წელს დაუბრუნდა ერისკაცობას, გადააყენა ვახტანგი და გახდა ტახტის მემკვიდრე მამია გურიელის რეგენტი. ვახტანგ III გურიელი განაგრძობდა ბრძოლას ხელისუფლებისათვის. მან თავის ცოლისძმას, დიმიტრი ორბელიანს სთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოს დედოფალ დარეჯანთან ეშუამდგომლა, რათა ამ უკანასკნელს სოლომონ II-ისთვის ვახტანგის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა, მაგრამ თხოვნამ შედეგი არ გამოიღო. ვახტანგი იყო მისი მცირეწლოვანი ძმის, ლევან გურიელის მეურვე, მაგრამ როდესაც ლევან გურიელი 18 წლის გახდა, ვახტანგმა მამულები არ დაუბრუნა, მეტიც, შეაგულიანა ლევანის აზნაური ბერეჟიანი, რომელმაც აჭარიდან რაზმი გადმოიყვანა და ლევანის მამულები ააოხრა, ხოლო თავად კი [[საჯავახო (მხარე)|საჯავახოში]] შეკრიბა ლაშქარი და ლევანს დარჩენილი მამულები წაართვა. ლევანმა და ქაიხოსრომ მოილაპარაკეს და შეიპყრეს ვახტანგი, მაგრამ სოლომონ II-ის ჩარევით ქაიხოსრომ ვახტანგი გაათავისუფლა. ვახტანგმა [[ახალციხის საფაშო|ახალციხის ფაშა]] სელიმ ხიმშიაშვილს, შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 წელს [[სელიმ-ფაშა|სელიმმა]] იგი შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და [[პავლე ციციანოვი]]ს თხოვნით გაათავისუფლა. ვახტანგმა 1804 წლის 3 იანვარს წერილი მისწერა ციციანოვს და სთხოვდა რუსეთის ქვეშევრდომობაში გურიის მიღებას, თანაც ეუბნებოდა, რომ მხარს უჭერდნენ გურიის საზღვაო ზოლის მეპატრონე [[ნაკაშიძეები]]. ვახტანგი ჯერ თბილისში ციციანოვს ეახლა, შემდეგ კი სოლომონ II-ს და 1805 წელს საბატონიშვილო მამულიც დაიბრუნა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. გურიის სამთავროს მდგომარეობა [[ქაიხოსრო ბატონიშვილი]]ს რეგენტობის დროს გაუმჯობესდა. ქაიხოსრომ გაამაგრა შემოქმედის ციხე და აქცია საკუთარ რეზიდენციად. მან აკრძალა [[ტყვის სყიდვა]] და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო [[გეორგიევსკის ტრაქტატი|გეორგიევსკის ტრაქტატის]] საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. მან 1804 წელს ოფიციალურად ითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლა. 1804 წლის 25 აპრილს [[ელაზნაურის შეთანხმება|ელაზნაურის შეთანხმებით]] რუსეთმა გურია ქვეშევრდომობაში მიიღო, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი. ცნობა ელაზნაურის შეთანხმების შესახებ გურიაში 1804 წლის 29 მაისს მიიღეს.
შედარებით გაუმჯობესდა გურიის სამთავროს მდგომარეობა [[ქაიხოსრო ბატონიშვილი]]ს რეგენტობის დროს. მან აკრძალა [[ტყვის სყიდვა]] და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო [[გეორგიევსკის ტრაქტატი|გეორგიევსკის ტრაქტატის]] საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო.
 
[[1804]] წელს რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ. რუსეთ-იმერეთის ხელშეკრულებით, გურია იმერეთის ნაწილად იქნა მიჩნეული. ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. მან დაიწყო მცდელობა, მარტოს გაეფორმებინა ხელშეკრულება რუსეთთან. ამისათვის გურიელი დიდ დახმარებას უწევდა რუსეთის სარდლებს [[ფოთი]]ს აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის [[სოლომონ II]]-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ებრძოდა სოლომონს. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც. მამია გურიელმა და მისმა დედდამ, მარინე წერეთელმა, დიდად შეუწყვეს რუსებს ხელი ფოთის აღებაში. ამიტომ მათ აღარ შეხვედრიათ წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.
მეცხრამეტე საუკუნის გურიაზე მრავალი უცხოელი მოგზაურის ცნობა არსებობს. 1831 წელს გურია მოინახულა შვეიცარიელმა არქეოლოგმა და მოგზაურმა, [[დიუბუა დე მონპერე]]მ (1798-1850), რომელმაც აღწერა [[ვაშნარი]], გურიის ძველი დედაქალაქი. იმავე ხანებში მოგზაურობდნენ [[იოჰან გიულდენშტედტი]], გერმანელი მეცნიერი და მოგზაური (1745-1781), [[ჟაკ ფრანსუა გამბა]], ფრანგი კონსული თბილისში, მოგზაური და მწერალი (1763-1833) და სხვები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ გურიის გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მხარის შესწავლით. გიულენშტედტის ცნობით გურიაში 5000 ოჯახი ცხოვრობდა.<ref>გიულენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, გვ 315 — თბილისი, 1962</ref>
 
მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა ითვალისწინებდა :1. გურიის შესვლას რუსეთის მფარველობაში; 2. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეეხებოდა [[ტყვის სყიდვა|ტყვეებით ვაჭრობას]], მკვლელობასა და ქურდობას უნდა დაქვემდებარებოდა იმერეთის მმართველის მიერ დანიშნულ სამხედრო სასმართლოს; 3. რუსეთს უნდა დაეცვა გურია გარეშე მტრისაგან, რისთვისაც გურიაში უნდა ჰყოლოდა ჯარი, რომლის შენახვაში გურიელი მიირებდა მონაწილეობას; 4. გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი. [[1810]] წლის [[19 ივნისი|19 ივნისს]] მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მაგ. 1815 წელს 10 ივნისს ქობულეთის ბეგის შვილი ტრაპიზონის სურასკირის სეიდ სულეიმან ფაშის დავალებით 500 კაცით შეიჭრა გურიაში და გაძარცვა ოზურგეთი.
მამია V გურიელის დროს (1809-1826) გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა [[ოზურგეთი|ოზურგეთში]], დაწესდა ყოველწლიური ბაზრობა [[ნაგომარი|ნაგომარში]], მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სახელმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა.
 
[[1804]] წელს რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ. რუსეთ-იმერეთის ხელშეკრულებით, გურია იმერეთის ნაწილად იქნა მიჩნეული. ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. მან დაიწყო მცდელობა, მარტოს გაეფორმებინა ხელშეკრულება რუსეთთან. ამისათვის გურიელი დიდ დახმარებას უწევდა რუსეთის სარდლებს [[ფოთი]]ს აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის [[სოლომონ II]]-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ებრძოდა სოლომონს. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც. მამია გურიელმა და მისმა დედდამ, მარინე წერეთელმა, დიდად შეუწყვეს რუსებს ხელი ფოთის აღებაში. ამიტომ მათ აღარ შეხვედრიათ წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.
 
მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა ითვალისწინებდა :1. გურიის შესვლას რუსეთის მფარველობაში; 2. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეეხებოდა [[ტყვის სყიდვა|ტყვეებით ვაჭრობას]], მკვლელობასა და ქურდობას უნდა დაქვემდებარებოდა იმერეთის მმართველის მიერ დანიშნულ სამხედრო სასმართლოს; 3. რუსეთს უნდა დაეცვა გურია გარეშე მტრისაგან, რისთვისაც გურიაში უნდა ჰყოლოდა ჯარი, რომლის შენახვაში გურიელი მიირებდა მონაწილეობას; 4. გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.
 
[[1810]] წლის [[19 ივნისი|19 ივნისს]] მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მაგ. 1815 წელს 10 ივნისს ქობულეთის ბეგის შვილი ტრაპიზონის სურასკირის სეიდ სულეიმან ფაშის დავალებით 500 კაცით შეიჭრა გურიაში და გაძარცვა ოზურგეთი.
 
1819-1820 წლებში [[იმერეთის აჯანყება 1819-1820|იმერეთისა აჯანყების]] დროს აჯანყების ხელმძღვანელი [[ივანე აბაშიძე]] გურიაში გამოიქცა. მან თავის ნათესავს, გურიის მთავრის ბიძას, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილს]] შეაფარა თავი. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა.[[1820]] წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. იმერეთსა და გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები (13200 ქვეითი, 7 ზარბაზანი, 150 ცხენოსანი) გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა [[შემოქმედი]]ს ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო [[გრიგოლეთი]], [[ნიგოზდიდი]], [[გურიის სამთავრო]]ს სიმაგრეები. რუსთა დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა.
 
[[1826]] წლის [[26 ოქტომბერი|26 ოქტომბერ]]ს გარდაიცვალა მამია V გურიელი. მამია V გურიელის დროს (1809-1826) გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა [[ოზურგეთი|ოზურგეთში]], დაწესდა ყოველწლიური ბაზრობა [[ნაგომარი|ნაგომარში]], მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სახელმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. რუსეთის სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა მმართველთა საბჭოს, რომელშიც ექვსი წევრი შედიოდა და რომელსაც მამია გურიელის ქვრივი [[სოფიო გურიელი]] თავმჯდომარეობდა. მმართველთა საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. მას სურდა, რომ თავად ყოფილიყო მთავარი და აღდგენილიყო მამია გურიელის დროინდელი ორგანოები და მართვის წესი. სოფიომ ამას ვერ მიაღწია. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის]] [[1828]]-[[1829]] წლების ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. რუსეთის მთავრობამ გურიის მმართველთა საბჭოს სათავეში ჩაუყენა რუსი ოფიცერი, წევრებად კი რუსეთის ერთგული აზნაურები დანიშნა. სოფიო გურიელი 1829 წელს გარდაიცვალა, ხოლო გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა.
 
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით რუსეთ-ოსმალეთის [[1828]]-[[1829]] ომში გურიის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების]] შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია [[ჭოროხი|ჭოროხამდე]], მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე [[ჩოლოქი|ჩოლოქთან]]. ამ საზღვის მიხედვით, [[ქვემო გურია]] დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.<ref>''ნოზაძე ვ''. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ. 8 — თბილისი, 1989</ref>
 
[[1829]]-[[1840]] წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადები რუსი ოფიცრის თავმჯდომარეობით. 1832 წელს გურიაში დაბრუნდა მამია V გურიელისა და სოფიოს ვაჟი, მაგრამ ის პეტერბურგში გაგზავნეს სამხედრო სასწავლებელში. [[1840]] წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია [[ოზურგეთის მაზრა|ოზურგეთის მაზრის]] სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. მეცხრამეტე საუკუნის გურიაზე მრავალი უცხოელი მოგზაურის ცნობა არსებობს. 1831 წელს გურია მოინახულა შვეიცარიელმა არქეოლოგმა და მოგზაურმა, [[დიუბუა დე მონპერე]]მ (1798-1850), რომელმაც აღწერა [[ვაშნარი]], გურიის ძველი დედაქალაქი. იმავე ხანებში მოგზაურობდნენ [[იოჰან გიულდენშტედტი]], გერმანელი მეცნიერი და მოგზაური (1745-1781), [[ჟაკ ფრანსუა გამბა]], ფრანგი კონსული თბილისში, მოგზაური და მწერალი (1763-1833) და სხვები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ გურიის გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მხარის შესწავლით. გიულენშტედტის ცნობით გურიაში 5000 ოჯახი ცხოვრობდა.<ref>გიულენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, გვ 315 — თბილისი, 1962</ref>
 
===ოზურგეთის მაზრა===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურია“-დან