ნერვული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:TE-Nervous system diagram.svg|მინი|ადამიანის ნერვული სისტემასისტემ]]
'''ნერვული სისტემა''' ({{lang-la|nervus}} — ნერვი) — ბიოლოგიური სისტემა, რომელიც [[ცენტრალური ნერვული სისტემა|ცენტრალური]] ([[თავის ტვინი|თავისა]] და [[ზურგის ტვინი]]) და [[პერიფერიული ნერვული სისტემა|პერიფერიული]] ანუ ვეგეტატიური ნაწილებისგან შედგება. ცენტრალურ ნაწილს მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი; პერიფერიულს – ნერვული კვანძები, მათგან გამომავალი ნერვები და ნერვული წნულები. ვეგეტატიური ნერვული სისტემა წარმოდგენილია სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნაწილებით. მათი მოქმედება ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგალითად სიმპატიკური ნერვული სისტემა აძლიერებს და ახშირებს გულის რიტმულ მუშაობას, პარასიმპატიკური კი თრგუნავს მას. თავის ტვინი წარმოდგენილია მოგრძო ტვინით, ხიდით, ნათხემით, შუა ტვინით, შუამდებარე ტვინით და დიდი ნახევარსფეროებით. თავის ტვინში რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების სახით გვხვდება თეთრი ნივთიერების შიგნით. რუხი ნივთიერება ტვინსა და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის თავის ტვინის ქერქს ,მთელი ნერვული სისტემა წარმოდგენილია ნერვული ქსოვილით. იგი ემსახურება ორგანიზმის გარემოსთან შეგუებასა და შინაგანი ერთიანობის შენარჩუნებას. ნერვული სისტემა აგებულებით ურთულესია და მრავალმხრივ ფუნქციებს ასრულებს: გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს თითოეული ორგანოს ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს [[აზროვნება]]ს, [[მეტყველება]]ს, [[დამახსოვრება]]ს, ემოციებს და სხვა ფიზიკურ პროცესებს.
== შედგენილობა ==
ხაზი 35:
 
ვეგეტატიური ნერვული სისტემა წარმოდგენილია [[სიმპატიკური]] და [[პარასიმპატიკური]] ნაწილებით. მათ ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება ახასითებთ, თუმცა მათი ანტაგონიზმი აბსოლიტური არ არის. ეს [[ნერვი|ნერვები]] შემსრულებელ ორგანოზე გავლენას ახდენენ ქიმიური ნივთიერებებით, რომელთაც ამ ნერვების ბოჭკოები გამოიმუშავებენ. ამ ნივთიერებებს ნეიროტრანსმიტერები ანუ ნერვული მედიატორები ეწოდება.
სიმპატიკური ნერვული სისტემის მედიატორია ნორადრენალინი, რომლის გავლენითაც გულის რიტმული მუშაობა ძლიერდება, აღგზნებადობა მატულობს, იმპულსის გატარების სიჩქარე მატულობს. გარდა ამისა სიმპატიკური ნერვების გავლენით [[ბრონქები|ბრონქების]] სანათური ფართოვდება, რის გამოც წარმატებით გამოიყენება [[ადრენალინი|ადრენალინის]] ინჰალაცია სხვადასხვა გენეზის ბრონქოსპაზმების დროს. ადრენელინი ისეთივე გავლენას ახდენს ორგანოებზე როგორსაც [[ნორადრენალინი]]. სიმპატიკური ნერვების ტონუსის მომატებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული და სეკრეციული ფუნქციები ითრგუნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფართოებს კორონარულიკოროnარული სისხლძარღვების სანათურს, რის გამოც აძლიერებს [[მიოკარდიუმი|მიოკარდიუმის]] ჟანგბადით მომარაგებას.
პარასიმპატიკური ნერვების მედიატორია აცეტილქოლინი. მისი გავლენით გულის რიტმული მუშაობა, აღგზნებადობა და იმპულსის გატარების სიჩქარე ქვეითდება, მეორეს მხრივ აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ და სეკრეციულ აქტივობას, ავიწროებს ბრონქების სანათურსა და კორონარულ სისხლძარღვებს.