ელა ფიცჯერალდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
ელას სასიმღერო დებიუტი 17 წლის ასაკში [[1934]] წელს [[თეატრი აპოლო|აპოლოს თეატრში]] შედგა, [[ჰარლემი|ჰარლემში]], [[ნიუ-იორკი]], იმ დროს პოპულარულ ერთ-ერთ ადრეულ „მოყვარულთა ღამეების“ კონკურსზე. თავდაპირველად ჩარფიქრებული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა „ედვარდზის დების“ (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) შესრულებით შემკრთალმა სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლოს თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა [[ბარდუ ალი]]მ [[ჩიკ ვები]]ს ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელამ სიმღერა ვების ორკესტრში [[1935]] წელს დაიწყო, ჰარლემის [[სავოი]]ს საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, მათ შორის „(If You Can't Sing It), You'll Have to Swing It (Mr. Paganini)“, თუმცა წარმატება საყმაწვილო ლექსის „A Tisket A Tasket“ მისეულმა ინტერპრეტაციამ მოუტანა. [[1939]] წელს ჩიკ ვების გარდაცვალების შემდეგ, ბენდმა ტურები გააგრძელა ახალი სახელით „ელა ფიცჯერალდი და მისი განთქმული ორკესტრი“.
 
ელამ სოლო კარიერა [[1941]] წლიდან დაიწყო. თავდაპირველი [[სვინგი]]ს შემდეგ იგი რეპერტუარს სწრაფად ამრავალფეროვნებს და მოგვიანებით [[ბლიუზი|ბლიუზს]], [[ბოსა-ნოვა]]ს, [[სამბა]]ს, [[გოსპელი|გოსპელს]], [[კალიფსო]]სა და საშობაო სიმღერებს ასრულებს. მისი გვიანდელი კონცერტები მდიდრდება სხვა მომღერალთა ბრწყინვალე იუმორისტული იმიტაციებით. კერძოდ, მას შეეძლო [[მონრო, მერლინ|მერლინ მონროსა]] და [[ლუი არმსტრონგი]]ს ხმისა და ტიპიურიტიპური ჟესტების საკმაოდ ზუსტი იმიტაცია.
 
[[1955]] წელს "დეკას" ჩამწერი სტუდიის დატოვების შემდეგ, მისი მენეჯერი, ნორმან ფრანზი მის გარშემო ქმნის ჯაზის ჩამწერ კომპანიას, [[ვერვი]]. რვა სიმღერათა კრებული, რომელიც ელამ ვერვისთვის ჩაწერა არარეგულარული ინტერვალებით 1956-1964 წლებში წარმოადგენს მის კრიტიკოსთა მიერ ყველაზე წარმატებულად შეფასებულ ნამუშევრებს, და შესაძლოა მის ყველაზე მნიშვნელოვან შენატანსაც კი ამერიკული კულტურისთვის. სწორედ ეს სიმღერები წარმოადგენს „დიდ ამერიკულ სიმღერათა კრებულის“ უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელა_ფიცჯერალდი“-დან