კოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

11 379 ბაიტი დაემატა ,  3 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
იგი მოიცავს [[მტკვარი|მტკვრის]] სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება [[კოლხები|კოლხას]] ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ-ქართული იქნებოდა. [[ქართლის სამეფო]]ს წარმოქმნისთანავე მასში შედიოდა. [[ძვ. წ. IV საუკუნე]]ში შედიოდა [[წუნდის საერისთავო|წუნდის საერისთავოში]], ძვ. წ. II-I სს-ში [[სომხეთის სამეფო|სომხეთის სამეფოს]] მფლობელობაშია, ახ. წ.-ის [[I საუკუნე|I]]-[[II საუკუნე|II]] სს-ში - იბერიაში. შემდეგ V საუკუნემდე კვლავ სომხეთს ეკუთვნის.კოლაში შეიქმნა ქართული აგიოგრაფიის ძეგლი „ [[კოლაელ ყრმათა წამება]]“, რომელშიც ქართლში ქრისტიანობის გავრცელების გარიჟრაჟზე ქრისტიანობასა და წარმართობას შორის ბრძოლაა აღწერილი. [[IX საუკუნე|IX]]-[[XI საუკუნე|XI]] სს-ში [[ქართველთა საკურაპალატო|ქართველთა საკურაპალატოშია]], [[XVI საუკუნე|XVI]] ს-დან [[ოსმალეთი|ოსმალეთის]] მიერაა მიტაცებული. XIX საუკუნეში კოლას მოსახლეობა გამაჰმადიანებული იყო, დავიწყებული ჰქონდათ [ქართული ენა]]. [[1918]]-[[1921|21]] წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. [[1921]] წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია. დღეს კოლა ძირითადად ეთნიკურად [[ქურთები]]ს მიერაა დასახლებული.
 
 
 
 
 
 
 
 
კოლა ანუ კოლას ხევი არის მდინარე მტკვარის სათავე. თურქები მას უწოდებენ ამას უწოდებენ „გელ“ რაც ტბას ნიშნავს, ხოლო რუსების დროს ეს შეადგენდა არდაგანის ოკრუგის გელის მონაკვეთს. ტერიტორია მოიცავს 1.696 კმ². ეს არის უზარმაზარი ჩაღრმავება ანუ ქვაბური, სახე აქვს ტოლფერდა სამკუთხედისა, რომლის განიერი ფუძე ჩრდილოეთისაკენ მდებარეობს, ხოლო მწვერვალი სამხრეთისაკენ. ზედაპირი მისი წარმოადგენს ვაკეს, რომელიც ზღვის დონიდან '''5.500''' მ. სიმაღლეზე მდებარეობს. შუაში პატარა მაღლობი ახლავს, რომელზედაც გაშენებულია სოფელი ოკამი, მეფის რუსეთის დროს ის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. ეს ის ადგილი უნდა იყოს. რომლის შესახებ ბატონიშვილი ვახუშტი სწერს. „ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკვრის კიდის დასავლით არს მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლის, და უწოდებემ კოლის ფაშას“. მთებიდან, რომლებითაც შემოზღუდულია კოლას ქვაბური, მრავალი წყარო გამოდის. რომელნიც სხვა და სხვა ადგილას ერთდებიან და ბოლოს შეადგენენ მდინარე მტკვარს. გაზაფხულზე. თოვლის დნობის დროს, ქვაბური იქცევა უზარმაზარ ჭაობად, რომელიც ტბის სახეს იღებს, და ალბათ ამიტომ დაარქვეს თათრებმა გელ, რაც ნიშნაეს ტბას. მართლაც, გადმოცემით და გეოლოგიურადაც, ეს ქვაბური ერთხელ უნდა ყოფილიყო ტბა, რომლის ჩრდილოეთის ნაპირები გაირღვა და გაიკაფა გზა არდაგანის ველზე მტკვრის საშუალებით. მაისის შუა რიცხვებში უმეტესი ნაწილი კოლასი შრება და ივლისში იმოსება მშვენიერი ბალახით, მაგრამ ზოგ ადგილას რჩება ჭაობები, რომელნიც სასტიკ სიცხიან ზაფხულშიც არ შრება. მომაღლო ადგილებზე და მთის კალთებზე არის სახნავი მიწები, მაგრამ პური და ქერი ყოველთვის არ მწიფდება. მთელი დანარჩენი ნაწილი ვაკესი წარმოადგენს მორწყულს მინდვრებს, ამიტომ აქ საუკეთესო საძოვრები და სათიბებია და მცხოვრებნი უმეტეს შემთხვევაში მისდევენ საქონლის მოშენებას, თუმცა ხვნა-თესვასაც არ აკლებენ ხელს.
 
ამ რიგად, კოლას რაიონი, როგორც მოვიხსენიეთ, არის მტკვრის დასაწყისი, მაგრამ ვინაიდან ამ დასაწყისს შეადგენს უამრავი წყაროები, ძნელია გადაჭრით თქმა, რომელია მათში სათავე მტკვრისა, მაგრამ სათავედ მიჩნეულია საზოგადოთ, ერთი დიდი წყარო, რომელიც ნაკადულად გამოჰქუხს მთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში ქვაბურისა და რომელსაც ეხლა მაჰმადიანები ეძახიან ვურიუხ-ბაჩაი, ხოლო ქრისტიანები აიაზმას უწოდებენ, ესე იგი ნაკურთხ ანუ წმიდა წყალს. ეს სახელი ძველთაგან უნდა მომდინარეობდეს, ქართველებს ამ სახელით მოუნათლავთ თავისი საყვარელი მდენარე. ამ წყაროზე აშენებული ყოფილა ძველი ქვის ეკლესია. რომლის ნანგრევები დღესაც ჩანს; ალბათ ეს ის ადგილია, სადაც ჯერ მოინათლენ წყალში ღამე, ფარულად თავიანთ წარმართ მშობლებისაგან და შემდეგ ამისათვის ეწამენ მათგან ამავე ადგილას ,.ცხრა ყრმა, სულიერი ძმანი, კოლაელნი“. შეუძლებელია ეს ადგილი არ აღენიშნათ ეკლესიის აშენებით. ეს წყარო, მტკვრის სათავედ მიჩნეული. ერთის კილომეტრის დინების შემდეგ, თანდათან იკარგება მიწაში და მისი დენა აღნიშნულია მხოლოდ ჭაობებით. რომელნიც მცხინვარე ზაფხულშიაც არ შრება, და ბოლოს გამოდის მდინარედ სოფელ არპაშეზთან და შემდეგ დის სოფელ ვარბიზისამდის, სადაც მას ერთვის ვიურდ-კეი-სუ, ანუ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი უწოდებენ, პა-სარდუივ-ჩაი. აქედან უკვე მტკვარი თვალსაჩინო მდინარეა და მისი სიბრძე კასპიის ზღვაში შერთვამდის უდრის 1100 კილომეტრს.
 
მოსასლეობა კოლასი, ჩვენი ექსპედიციის დროს, ფრიად აჭრელებული იყო; ნაწილს შეადგემდენ გამაჰმადიანებული ქართველები, მესხები, ნაწილს ქურთები, ბერძნები და სომხები. ბერძნები და სომსები გადმოსახლებულნი იყვნენ აქ რუს-ოსმალთა ომის შემდეგ 1925 წლებისა ოსმალეთიდან და დასახლებულნი იმ ადგილებში, რომელნიც დასტოვა გამაჰმადიანებულმა ქართველობამ და ირჩია ოსმალეთში გადასასლება. ოფიციალური ცნობებით, არტაანის ოკრუგიდან სულ გადასახლდა ოსმალეთში 1402 კომ-ლი ანუ 22.643 სული. ამას უნდა მიემატოს კიდევ ფოცხოვის უჩასტკიდან გადასახლებულნი 366 კომლი ანუ 3252 სული. ოლთისის ოკრუგიდან გადასასლდა 1063 კომლი ანუ 10.160 სული.
 
სიძველეთა ძეგლები. ეტყობა კოლაში ბევრი ყოფილა. არ არის სოფელი ამ ნასოფლარი. სადაც არ იყოს ნანგრევები ან ნაშთები ეკლესიებისა, კოშკებისა თუ ციხეებისა, მაგრამ ეხლა ყველა ეს უმეტეს შემთხვევაში განადგურებულია. ჩვენამდე მოღწეული ძეგლებო შედარებით სხვა სამუსულმანო საქართველოს რაიონებთან, ცოტაა. ეკლესიები უმეტეს შემთხვევაში ჩვეულუბრივი რიგის არის, ერთნავიანი ბაზილიკა, ნაშენი გათლილის პატარა ოთხკუთხედი ქვებით. გუმბათიანი ე.კლესიები ბევრი არ ყოფილა. ბერძნებს და სომხებს ძველი ქართული ეკლესიები ზოგი გადაუკეთებიათ, ზოგი დაუშლიათ და მათ ადგილას იმავე ქვებით ახალი აუშენებიათ. მაჰმადიანებს კიდევ თავის მხრით დაუშლიათ ეკლესიები და მათი ქვები გამოუყენებიათ თავიანთ სახლების და ჯამეების ასაშენებლად.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
==ლიტერატურა==