'''ჰამზათ-ბეგი''' (დ. [[1789]] — გ. [[19სექტემბერი]], [[1 ოქტომბერი]] <small>[ძვ. სტ. 19 სექტემბერი]</small>, [[1834]], ხუნძარი, ავარია) — დაღესტნის მეორე [[იმამი]], [[მიურიდიზმი]]ს აქტიური მიმდევარი. [[1834]] წლის აგვისტოში ილაშქრა ავართა ხანების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] მთავრობას და მიურიდიზმის იდეებს არ ემორჩილებდნენ. დაიკავა [[ავარიის სახანო|ავართა]] დედაქალაქი − [[აული]] ხუნძახი, ჩამოახრჩო ხანის ცოლი და შვილები. წელიწადნახევრის განმავლობაში ებრძოდა რუს მთავრობას ([[იმამატი]]). ავართა ხანების მომხრეებმა, მ. შ. [[ჰაჯი-მურატი|ჰაჯი-მურატმა]], მოაწყვეს შეთქმულება ჰამზათ-ბეგის წინააღმდეგ. მისი სიკვდილია შემდეგ დაღესტნის იმამი (რიგითი მესამე) გახდა [[შამილი]].