ლევონ არონიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Levon Aronian 2013(2).jpg|მინი|ლევონ არონიანი]]
'''ლევონ არონიანი''' ({{lang-hy|Լևոն Գրիգորիի Արոնյան}}; დ. [[6 ოქტომბერი]], [[1982]], [[ერევანი]], [[სომხეთის სსრ]], [[სსრკ]]) — სომეხი მოჭადრაკე, დიდოსტატი. არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, მათ შორის არის ერთპიროვნული გამარჯვებები ლინარესში (2006 წელი), ვეიკ-ან-ზეეში (2012 და 2014), სინკფილდის თასში (2015), სტავანგერში (2017). არონიანი არის ფიდეს მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი (2005 და 2017 წლებში), სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სომხეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში (2006, 2008, 2012) და მსოფლიოს ჩემპიონი ბლიცში (2010).
 
== ბიოგრაფია ==
ლევონ არონიანი (დაბადებისას ლევ არონოვი<ref>[http://www.lechaim.ru/ARHIV/214/sport.htm В Разведку С Гельфандом<!-- Заголовок добавлен ботом -->]</ref>) დაიბადა 1982 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში, სომეხი ქალის, სედას და ებრაელი კაცის, გრიგორი არონოვის ოჯახში. ჭადრაკის თამაში ლევონმა ხუთი წლის ასაკში, თავისი უფროსი და ლილიტისგან ისწავლა.<ref>news.am // [http://sport.news.am/rus/news/15208/serzh-sargsyan-posetil-prezentaciyu-knigi-levon-aronyan-foto.html Первые шаги Ароняна]</ref> მისი პირველი მწვრთნელი იყო ლიუდმილა ფინარევა ქალაქ ერევანის პიონერთა სასახლის საჭადრაკო წრიდან.<ref>Новое время // [http://www.nv.am/lica/23932?task=view Первый тренер Ароняна]</ref>
 
1994 წელს არონიანი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ქალაქ სეგედში, უნგრეთში. ამ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის არონიანმა მიიღო ფიდეს ჭადრაკის ოსტატის წოდება. 1995 წელს არონიანმა გაიმარჯვა კიდევ ერთი ტურნირში, ამჯერად 14 წლამდე ჭაბუკთა შორის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. 1996 წელს მიიღო საერთაშორისო ოსტატის წოდება. 1997 წელს არონიანმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა შორის და მოსკოვში ჩატაარებული „კასპაროვის თასი“, რომელიც ჭაბუკთა შორის ჭადრაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. 1999 წელს არონიანი გახდა სომხეთის ვიცე-ჩემპიონი და მიიღო უფლება მიეღო მონაწილეობა სომხეთის შემადგენლობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ჭადრაკში, რომელიც მაშინ ბათუმში ჩატარდა. სომხეთის ნაკრებმა ეს ტურნირი მოიგო და უკან მოიტოვა უნგრეთისა და გერმანიის გუნდები.<ref>{{Cite web|url=http://news.armenia.ru/2011/07/11/194806/aronyan-vozglavit-sbornuyu-armenii-po-shaxmatam-na-komandnom-chm-v-kitae/|title=Аронян возглавит сборную Армении по шахматам на командном ЧМ в Китае|accessdate=2017-01-21}}</ref> 2000 წლიდან ლევონ არონიანი დიდოსტატის წოდებას ატარებს. 2002 წელს მან კვლავ გაიმარჯვა 20 წლამდე ჭაბუკთა შორის ჩატარებულ ჩემპიონატში, ამჯერად ინდოეთში.
 
2001 წლიდან ლევონ არონიანი [[გერმანია]]ში ცხოვრობს.
Line 16 ⟶ 17:
2006 წლის მარტში არონიანმა მოიგო XX კატეგორიის ტურნირი ლინარესში.
 
იმავე წლის ივნისში ვლადიმერ აკოპიანთან, კარენ ასრიანთან, სმბატ ლპუტიანთან, გაბრიელ სარკისიანთან და არტაშეს მინასიანთან ერთად გახდა 37-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი იტალიის ქალაქ ტურინში.<ref name="medal">{{cite web|url=http://www.yerevan.ru/news/?task=detailed&id=4261|title=Победители Всемирной шахматной олимпиады награждены медалями «Мовсес Хоренаци»|author=|publisher=Ереван.ру|accessdate=2008-06-12|date=2006-06-07|archiveurl=https://www.webcitation.org/66EfrHPaV?url=http://yerevan.ru/|archivedate=2012-03-17}}</ref>
 
[[გერმანია]]ში, დრეზდენში ჩატარებული 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის ლევონ არონიანი დააჯილდოეს „სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის“ პირველი ხარისხის მედლით.<ref>[http://www.gazeta.ru/news/sport/2008/11/26/n_1301137.shtml Армянские шахматисты получат медаль За заслуги перед Отечеством Газета. Ru Новости]</ref> [[თურქეთი|თურქეთში]] ([[სტამბოლი]]) ჩატარებული 40-ე ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის პრეზიდენტის ბრძანებით ლევონ არონიანი დააჯილდოეს.<ref>[http://www.mediamax.am/ru/news/sport/5820/ Левон Аронян награждён Орденом Святого Месропа Маштоца: mediamax.am]</ref>
 
2008 წლის 16 თებერვალს პირველად დაამარცხა პირად შეხვედრაში დროის კლასიკური კონტროლით მსოფლიოს იმდროინდელი ჩემპიონი [[ვიში ანანდი]] და გახდა მიხეილ ჩიგორინის სიმბოლური კლუბის წევრი.
 
2010 წლის ნოემბერში არონიანმა მოიგო მოსკოვში ჩატარებული მიხეილ ტალის მემორიალი, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაიმარჯვა კვლავ მოსკოვში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი ბლიცში-2010, ტურნირში გამარჯვება არონიანმა დროზე ადრე გაინაღდა.<ref>Советский спорт // [http://www.sovsport.ru/news/text-item/419618 Аронян сделал дубль в Москве]</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევონ_არონიანი“-დან