დუმუზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დუმუზი''' ([[შუმერული ენა|შუმ.]] — „''ძე ჭეშმარიტი''“,მოგვიანებით ცნობილი როგორც '''თამუზი''') − ძველი [[მესოპოტამია|მესოპოტამიური]] ღვთაება. ღვთაებრივი მწყემსი, ნაყოფიერების ღმერთი შუმერულ პანთეონში, [[ინანა]]ს (აქად. [[იშთარი]]) საყვარელი და ქმარი. [[გეშთინანა]]ს, მემცენარეობის ქალღმერთის ძმა. [[შუმერის მეფეთა სია]]ში დუმუზი მოხსენიებულია როგორც ქალაქ ბად-თიბირას წარღვნამდელი მეფე და ასევე, როგორც ქალაქ [[ურუკი]]ს ადრეული მეფე. პოემაში ''ინანა უპირატეობას ანიჭებს ფერმერს'' დუმუზი ფერმერ [[ენქიმდუ]]ს უპირისპირდება ქალღმერთის ცოლად მოსაყვანად. პოემაში ''ინანას ჩასვლა მიწისქვეშეთში,'' დუმუზი მწუხარებას მიეცემა ინანას დაღუპვის გამო, მაგრამ მიწისქვეშეთიდან ინანას დაბრუნების შემდეგ ქალღმერთი თავის სანაცვლოდ დემონებს დუმუზის წაყვანის ნებას რთავს. მოგვიანებით ინანა ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას და ბრძანებს, რომ დუმუზი მიწისქვეშეთში ნახევარ წელს გაატარებს, ხოლო წლის მეორე ნახევარს მიწისქვეშეთში დუმუზისა დ [[გეშითინანა]] დარჩება, რაც საერთო ჯამში წელიწადის დროების წრებრუნვის განსახიერებაა. დუმუზი ბერძნული [[ადონისი (მითოლოგია)|ადონისისა]] და [[ატისი (მითოლოგია)|ატისის]] უძველესი სახეა: ღმერთი, რომელიც კვდება და აღდგება, როგორც მცენარეთა ჭკნობისა და აყვავების განსახიერება.
 
[[გილგამეშის ეპოსი|გილგამეშის ეპოსში]] [[გილგამეში]] თამუზს მეექვსე ფილაში მოიხსენიებს როგორც იშთარის ყოფილ საყვარელს, რომელიც მოტეხილფრთიან ჩიტად გადაიქცა. დუმუზი ნაყოფიერებასთან დამემცენარეობასთან იყო დაკავშირებული და ცხელი, მშრალი ზაფხულიმესოპოტამიელებს დუმუზის ყოველწლიური სიკვდილის გამოხატულებად მიაჩნდათ. შუა ზაფხულში დუმუზის სახელობის თვეში მთელი მესოპოტამიიდან ხალხი დუმუზის რიტუალური დატირების ცერემონიაში იყო ჩართული. მეოცე საუკუნის ბოლოს მკვლევართა შორის ფართოდ გავრცელდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ შუმერული [[აკიტუ]]ს ფესტივალის მეშვეობით, შუმერის მეფეების მიერ დუმუზის როლის მორგება და ინანას უმაღლეს ქურუმებთან რიტუალური სექსუალური ურთიერთობა წმინდა საქორწინო ცერემონიას წარმოადგენდა და მეფის ლეგიტიმურობას გამოხატავდა. ამგვარი ახსნა თანამედროვე მკვლევართა მეირ უარყოფილია, როგორც შუმერული ლიტერატურული ტექსტების არასწორი ინტერპრეტაცია. დუმუზის კულტი [[ლევანტი|ლევანტსა]] და [[საბერძნეთი|საბერძნეთშიც]] გავრცელდა და [[დასავლეთ სემიტური ენები|დასავლეთ სემიტური ენის]] შესაბამისად [[ადონისი (მითოლოგია)|ადონისის]] სახელი მიიღო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუმუზი“-დან