დავით კლდიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთისიმერეთში გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. [[ხომული |ხომულში]] (ახლანდ. [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი]]) გაატარა. დედამისი კესარია ღოღობერიძე იყო ხომულელი შეძლებული აზნაურის ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. მამა სამსონ კლდიაშვილი იყო აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.
 
7 წლის კლდიაშვილი [[ქუთაისი|ქუთაისში]] რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს [[რუსული ენა|რუსული ენის]] შესასწავლად. ამის შემდეგ მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა. ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში. [[1872]] წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა [[კიევის სამხედრო გიმნაზია]]ში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ([[1880]]) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა ([[1882]]). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს [[ბათუმი|ბათუმში]]. დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა (1882-1908 წ.წ.). [[1905]]-[[1907]] რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.