ცხოველთა მიგრაცია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
[[ფაილი:Connochaetes taurinus -Wildebeest crossing river -East Africa.jpg|მინი|350px|[[გნუ]]ები კვეთენ მდინარეს ყოველწლიური მიგრაციის დროს.]]
'''ცხოველთა მიგრაცია''' ({{lang-la|migrantis}} - ვინც, რაც გადასახლდება), [[ცხოველები|ცხოველთა]] გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია საარსებო პორობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული (სეზონური, დღეღამური) ან არარეგულარული ([[გვალვა|გვალვის]], ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა შემთხვევაში). მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ლარვულ სტადიას (ასციდიებში, მარჯნებში, ღრუბლებში) ან სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ცხოველთა უმრავლესობაში). რეგულარული მიგრაციები ხორციელდება მეტ-ნაკლებად განსაზღვრული გზით. არარეგულარული მიგრაცია და განსახლება კი ხშირად ქაოსურია, მიგრაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ჰორიზონტალურად (ხმელეთზე და წყალში) და ვერტიკალურად ([[მთა|მთებში]], ნიადაგში, წყლის
[[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვართა]] შორის ყველაზე შორეული მიგრაცია ახასიათებს [[ვეშაპისნაირნი|ვეშაპს]], [[სელაპები|სელაპს]], [[მორჟი|მორჟს]]. ზოგიერთი ხელფრთიანისათვის ნიშანდობლივია სეზონური მიგრაცია (მიმოფრენა) 1500 კმ და უფრო შორ მანძილზეც. ვერტიკალური სეზონური და დღე-ღამური მიგრაცია ახასიათებს ზოგიერთ [[ჩლიქოსნები|ჩლიქოსანს]]. [[ციყვისებრნი|ციყვების]], ყარსაღების, ლემინგების სიმრავლისას შეინიშნება მათი მასობრივი მიგრაცია, როცა ათასობით ინდივიდი ფართო ფრონტით მოძრაობს და გადალახავს წყლის მნიშვნელოვან დაბრკოლებას.
|