იოანე ზედაზნელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
178.134.2.119-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 5:
 
==ცხოვრება==
თავდაპირველად, ცხოვრობდა და მორვაწეობდა [[ანტიოქია]]ში კაბადოკიის უდაბნოში. ქართლში ის თავის [[ასურელი მამები|მოწაფეებთან]] ერთად VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა. გადმოცემის მიხედვით წმინდა მამებს წინ ფარსმან მეფე და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულით მიეგებნენ. იოანე ზედაზნელი ჯერ [[მცხეთა|მცხეთაში]] ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, [[არაგვი|მდინარე არაგვის]] გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა [[მონასტერი]], საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა [[ქართლი|ქართლისა]] და [[კახეთი|კახეთის]] მხარეებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად და გასავრცელებლად, ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად.
 
იოანე ზედაზნელს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა ქართლის [[კათოლიკოსი]] [[ევლალე]]. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI-VII საუკუნეებში, მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X საუკუნეში მისი ცხოვრება აღწერა კათოლიკოსმა [[არსენ II|არსენ II-მ]], რომელსაც გამოუყენებია ძველი ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს [[შიო მღვიმელი|შიო მღვიმელის]] მეტაფრასული „ცხოვრებაც“.
 
==ხსენების დღე==