ანტუან ლავუაზიე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.39.7-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Arkaitz1974-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
დაამთავრა [[პარიზის უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტი; ამავე დროს სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებს, განსაკუთრებით ფიზიკასა და ქიმიას. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში ([[1789]]-[[1794]]) კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო. [[1794]] ლავუაზიეს თავი მოკვეთეს. ლავუაზიეს შრომებმა ქიმია აქცია ზუსტ გაზომვებზე დაფუძნებულ მეცნიერებად. მასის შენახვის კანონზე დაყრდნობით ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის მცდარი ჰიპოთეზა. მან მთელი რიგი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ წვა და გამოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესია. ლავუაზიემ ფრანგი სამხედრო ინჟინერ ჟ. მენიესთან ერთად დაადგინა, რომ წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია ([[1783]]). მათვე მიიღეს წყალი წყალბადისა და ჟანგბადისაგან ([[1785]]). ფრანგ ქიმიკოსებთან ( [[ბერთოლე, კლოდ ლუი|კ. ბერთოლე]], ლ. გიტონ დე მორვო, ა. ფურკრუა) ერთად [[1786]]-[[1787]] დაამუშავა რაციონალური ქიმიური ნომენკლატურის პროექტი, რომლის ძირითადი პრინციპები დღემდეა შემონახული. ლავუაზიემ სხვა ფრანგ მეცნიერებთან ერთად დააარსა ქიმიური ჟურნალი „Annales de chimie“ ([[1789]]), გამოაქვეყნა „ქიმიის საწყისი კურსი“, რომელშიც ქიმია განსაზღვრა, როგორც მეცნიერებამეცნიერებათა შედგენილობისა და ანალიზის შესახებ. ლავუაზიემ თავისი შრომებით მყარი საფუძველი მოუმზადა ქიმიაში ატომიზმის შემოტანას. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დამდეგს მისმა შეხედულებებმა საყოველთაო აღიარება პოვა. ლავუაზიე თერმოქიმიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. [[1783]] ლავუაზიემ და ლაპლასმა პირველად განსაზღვრეს მთელი რიგი ნაერთების დაშლის სითბო მისი წარმოქმნის სითბოს ტოლია. [[1777]] ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ სუნთქვის დროს შთაინთქმება [[ჟანგბადი]] და გამოიყოფა [[ნახშირორჟანგი]].
 
==ლიტერატურა==