გიორგი მაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გაენციკლოპედიურდა
ხაზი 7:
| დაბადების_თარიღი =
| დაბადების_ადგილი =
| გარდაცვალების_თარიღი = [[10291030]]
| გარდაცვალების_ადგილი =
| შერაცხვის_თარიღი =
ხაზი 15:
| ატრიბუტები =
}}
'''გიორგი მაშენებელი-ათონელი''' (გ. დაახლ. [[1030]], [[კუნძული|კ.]] მონოვატი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] წინამძღვარი 1019–29 წლებში.
'''გიორგი მაშენებელი''' — ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი ([[1029]]). [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის]] წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით [[10 აგვისტო]] ([[28 ივლისი]]).
 
ათონის ივერთა მონასტერს სათავეში ჩაუდგა [[ექვთიმე მთაწმიდელი|ექვთიმე მთაწმიდელის]] წინამძღვრობიდან გადადგომის შემდეგ ექვთიმეს წინამორბედის, [[იოანე მთაწმიდელი|იოანეს]] (შესაძლოა, გიორგის ბიძა) ანდერძის თანახმად. შეცვალა მონასტრის ძველი წესები, რის შედეგადაც ბერძნებმა მონასტერში შესვლის უფლება მოიპოვეს. ამით გიორგიმ თანამემამულეთა წყრომა დაიმსახურა. 1029 წელს [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] საიმპერატორო კარის რისხვაც დაატყდა თავს, ვინაიდან ბრალად დაედო იმპერატორ [[რომანოზ III არგირუსი|რომანოზ III არგირუსის]] წინააღმდეგ თესალონიკის მმართველის, [[კონსტანტინე დიოგენე|კონსტანტინე დიოგენეს]] მიერ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა. გიორგი გადაასახლეს კუნძულ მონოვატზე, სადაც გარდაიცვალა. ამ პერიოდში ათონის ქართველი ბერები დიდ შევიწროებას განიცდიდნენ ბერძნების მხრიდან. მოგვიანებით, ბიზანტიის მთავრობამ ქართველებს აღუდგინა პრივილეგიები წმინდა მთაზე. ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონზე, მიძინების ტაძარში გადაასვენეს.
ღირსი გიორგი მაშენებელი იყო [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] მესამე [[იღუმენი]]. როგორც ათონელ წმიდა მამათა ცხოვრების აღმწერელი [[გიორგი მთაწმინდელი]] (ხს. [[27 ივნისი]]) მოგვითხრობს, მონასტრის პირველმა იღუმენმა, ღირსმა იოანემ (ხს. 12 ივლისს), თავის შვილს, ღირს ექვთიმეს (ხს. 13 მაისს) გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: „შემდგომად თავისა... რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა“. ზოგი ცნობით, გიორგი იოანეს ძმისშვილი იყო.
 
გიორგის შესახებ ცნობები ასევე დაცულია XVIII საუკუნის I ნახევრის ბერძნულ ბიოგრაფიულ თხზულებაში, სადაც ის მოხსენიებულია, როგორც „გიორგი დიდი”. [[გიორგი მცირე]] მას მიაწერს ათონის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის დაფუძნებას. ამავე მონასტერში შემორჩენილია წარწერია: „მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი“. ხშირად გიორგის აიგივებენ ბერძნული წყაროების ვარაზვაჩესთან, თუმცა ლ. მენაბდის აზრით, გიორგი და ვარაზვაჩე სხვადასხვა პირები არიან. [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] მიერ გიორგი შერაცხულია წმინადანად ღირსი გიორგი მაშენებელი-ათონელის სახელით. მისი ხსენების დღეა [[28 ივლისი]] (ახ. სტ. [[10 აგვისტო]]).
ექვთიმეს გადადგომის შემდეგ გიორგიმ აქტიურად დაიწყო მონასტრის მართვა. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი [[ღვთისმშობელი|ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის]] მიძინების სახელობისა. ტაძრის წარწერაში ნათქვამია: „მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი“.
 
ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერატორის]] კარზე, „დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე [[რომანოზ მეფე|რომანოზ მეფისა]] და დიდად საკუთარ და პატივცემულ“, შემდეგ კი „თუ ვითარ ექმნა, ღმერთმან უწყის, განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს“, კუნძულ [[მონოვატი|მონოვატზე]] გადაასახლეს და იქვე აღესრულა.
 
გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის, ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს, „საბერძნეთის დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მოდრიკნეს“, და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა „მამათა ჩვენთა მოგებული“, სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე.
 
კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და ძველებური სიტკბოება მოეფინა სავანის ძმობას.
 
ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს.
 
ათონის ივერთა მონასტერში წმიდა გიორგი მაშენებლის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ქართველი წმინდანები]]
 
== ლიტერატურა ==
* {{ქე|2||ჩხარტიშვილი, ა.}}
* დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.
* {{ru icon}} «[http://www.pravenc.ru/text/164441.html Георгий Строитель]». სტატიები "Православная Энциклопедия"-დან // [http://kartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Shromebi_T_III.pdf შრომები] : [ტ.] 3: ნარკვევები, სამეცნიერო წერილები, საენციკლოპედიო სტატიები... / ე. გაბიძაშვილი. - თბ., 2011. - გვ.378-379.
* {{en icon}} [http://db.pbw.kcl.ac.uk/pbw2011/entity/person/107108 Georgios Barasbatze, co-founder of Iveron]. Prosopography of the Byzantine World.
 
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
[[კატეგორია:XI საუკუნის ქრისტიანი წმინდანები]]
[[კატეგორია:ქართველი ბერები]]