შარლ III ლოთარინგიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
როგორც ვიცით, [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგია]] [[საფრანგეთის სამეფო|საფრანგეთის სამეფოსა]] და [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიას]] შორის მდებარე პატარა საჰერცოგო იყო, ამიტომაც მას აუცილებლად სჭირდებოდა ნეიტალური და თბილი ურთირთობა ამ ორივე სახელმწიფოსან. შარლმა განაგრძო მისი წინაპრების პოლიტიკა და ცდილობდა მაქსიმალურად ნეიტრალური ყოფილიყო ორივე ქვეყანასთან ურთიერთობაში. მან გაატარა [[გერმანელები|გერმანელი]] [[ჰუგენოტები]] რომლებიც საფრანგეთიდან გერმანიაში მიდიოდნენ, აგრეთვე გზა გაუხსნა [[ესპანელები|ესპანელ]] [[კათოლიციზმი|კათოლიკეებს]] რომლებიც [[ფრანშ-კონტე|ფრანშ-კონტედან]] საფრანგეთში გადადიოდნენ. ამით მან საღვთო რომის იმპერატორსაც ასიამოვნა და საფრანგეთის მეფესაც გაუწია სამსახური.
 
[[1575]] წელს მშობიარობისას 28 წლის [[კლაუდია ვალუა|კლაუდია]] გარდაიცვალა. შარლი ამის შემდგომ აღარ დაქორწინებულა, ვინაიდან მას ძალიან უყვარდა კლაუდია და არ სურდა მისი სხვა ქალით ჩანაცვლება, მითუმეტეს რომ რამდენიმე ვაჟი ჰყავდა და მემკვიდრეობის პრობლემა არ იქნებოდა. [[1576]] წელს [[საფრანგეთის მონარქების სია|საფრანგეთის მეფე]] [[ანრი III ვალუა|ანრი III]]-მ (რომელიც ასევე კლაუდიას ძმა იყო) ცოლად მოიყვანა [[ლუიზა დე ლორენ-ვემონტივედემონი]], რომელიც შარლის ბიძაშვილი იყო. ეს ყოველივე შარლმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ფრანკო-ლოთარინგიული ალიანსი კვლავ განაახლა.
[[ფაილი:Monogram of Charles III, duke of Lorraine.svg|მინი|288x288პქ|შარლ III-ის სამეფო მონოგრამა]]
[[1580]] წელს ქალაქ [[ნანსი|ნანსში]] დაესწრო საერთაშორისო სახალხო კრებას. [[1584]] წელს გარდაიცვალა [[ალანსონის საჰერცოგო|ალანსონის ჰერცოგი]], [[ფრანსუა დე ვალუა|ფრანსუა ვალუა]], რომელიც [[ანრი III ვალუა|ანრი III]]-ის ძმა და მისი მემკვიდრე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ანრის შვილი არ უჩნდებოდა [[სალის კანონი|სალის კანონის]] თანახმად ტახტის პირველ მემკვიდრედ ცხადდებოდა ანრის უმცროსი, ცოცხალი დის, [[ნავარის სამეფო|ნავარის]] დედოფალ [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუას]] მეუღლე [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი III ბურბონი]], შემდგომი მემკვიდრე იყო უფროსი გარდაცვლილი დის [[ელიზაბეტა ვალუა|ელიზაბეტას]] მეუღლე, [[ესპანეთის მონარქების სია|ესპანეთის მეფე]] [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]], ხოლო ტახტის მესამე მემკვიდრედ შარლი დასახელდა როგორც [[კლაუდია ვალუა|კლაუდიას]] მეუღლე. ტახტის მემკვიდრე [[ნავარის მონარქების სია|ნავარის მეფე]] გახდა, თუმცა [[ანრი I დე გიზი|გიზის ჰერცოგმა]] [[ანრი III ვალუა|ანრი III]]-ზე ზემოქმედებით ნავარელს ტახტზე უფლებები ჩამოერთვა.