ქართველები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 234:
საქართველოს მოსახლეობა ძირითადად (90 %) [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლები]], აგრეთვე [[კათოლიციზმი|კათოლიკები]] და [[ისლამი|მუსლიმანები]]. მცირე რაოდენობით არიან [[პროტესტანტიზმი]]ს მიმდევრებიც.
 
[[საქართველო]]ს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უმეტესობა (2002 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 84 პროცენტი), თავს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებულად მიიჩნევს. აღიარებულია ისეთი რადიკალური ქართული მართლმადიდებლური ჯგუფების არსებობა, როგორებიცაა - „დავით აღმაშენებელი‟ და „მართლმადიდებელი მშობლები,‟ მაგრამ [[საპატრიარქო]]ს თანახმად, მათ არავითარი კავშირი არა აქვთ [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან]].
 
ქართველთა შორის გავრცელებულია [[ისლამი]]. [[მსოფლიო]]ში მუსლიმი ქართველები რაოდენობრივად ჭარბობენ ქრისტიან ქართველებს, თუმცა ძირითადად, ისინი საქართველოს გარეთ ცხოვრობენ, უმთავრესად, [[თურქეთი|თურქეთსა]] და [[ირანი|ირანში]], სადაც ისტორიული კატაკლიზმების შედეგად აღმოჩნდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი მუსლიმები, ძირითადად [[აჭარა]]ში ცხოვრებენ, ან მცირე რაოდენობით არიან განსახლებული ეკოლოგიური მიგრანტების სახით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
ხაზი 244:
==კულტურა==
 
ქართველები და მათი წინაპრები მსოფლიო მნიშვნელობის მონაპოვრის - [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის]], [[თრიალეთის კულტურა|თრიალეთის]], [[კოლხური კულტურა|კოლხეთის]] უნიკალური კულტურის - შემქმნელები არიან. [[ანტიკური ხანა|ანტიკური ხანიდან]] მოყოლებული, მთელი შუა საუკუნეების ჩათვლით, საქართველომ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მიიღო. მის ისტორიას ამშვენებს დიდებული ტაძრები: [[გელათი]], [[იკორთა]], [[ბეთანია]], [[ყინწვისი]], [[ოშკი]], [[სვეტიცხოველი]], [[ბაგრატის ტაძარი]], [[ალავერდი]], [[ბიჭვინთა]] და ა. შ., კლდეში ნაკვეთი [[ვარძია|ვარძიისა]] და [[უფლისციხე|უფლისციხის]] სამონასტრო კომპლექსები მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშებით. განვითარების მაღალ დონეზე ადის ხელოვნების მრავალი დარგი, მათ შორის [[მინანქარი]], [[ოქრომჭედლობა]]. მსოფლიო ხელოვნების საგანძურშია შესული ბექა და ბეშქენ ოპიზართა შემოქმედება.
 
ფეოდალური საქართველოს წერილობითი მემკვიდრეობა მდიდარია როგორც ორიგინალური, ასე თარგმნილი ქრისტიანული ნაშრომებით, ასევე მხატვრული, ისტორიული, ფილოლოგიური, ფილოსოფიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურით. უძველესთა შორის შეიძლება დავასახელოთ V საუკუნის ლიტერატურული ძეგლი „[[შუშანიკის წამება]]“, VIII საუკუნის „[[აბო თბილელის ცხოვრება]]“, საგალობელთა კრებული „[[იადგარი]]“, X საუკუნის „[[სიბრძნე ბალავარისა]]“, XII საუკუნის „[[აბდულმესია]]“, [[ეფრემ მცირე|ეფრემ მცირის]] ფილოლოგიური და გრამატიკული გამოკვლევები [[იოანე პეტრიწი]]ს ფილოსოფიური კომენტარები და მრავალი სხვა.
ხაზი 250:
ქართული საერო ლიტერატურის მწვერვალია [[შოთა რუსთაველი]]ს პოემა „[[ვეფხისტყაოსანი]]“ (XII ს.), რომელსაც საპატიო ადგილი უკავია მსოფლიო ლიტერატურის გენიალურ ქმნილებათა შორის. ისტორიული აზროვნების მაღალი დონის ნიმუშია [[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] კრებული, [[ლეონტი მროველი]]ს, [[ჯუანშერი]]ს, [[სუმბატ დავითის ძე|სუმბატ დავითის ძის]], დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის, [[ბასილი ეზოსმოძღვარი]]სა და სხვათა თხზულებები.
 
ქვეყანაში სამართლებრივი აზროვნების განვითარებაზე მეტყველებენ 1103 წლის რუის-ურბნისის კრების ძეგლისდება, XI-XII საუკუნეების ნომოკანონი [[არსენ იყალთოელი]]სა, XIII-XIV საუკუნეების ბექასა და აღბუღას სამართალი, XIII საუკუნის [[ხელმწიფის კარის გარიგება]], [[ვახტანგ VI]]-ის კანონთა კრებული და ა. შ.
 
მეცნიერების განვითარებას ადრევე ჩაუყარეს საფუძველი [[ეფრემ მცირე]]მ, იოანე პეტრიწმა, არსენ იყალთოელმა. საქართველოში შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრები: [[ფაზისი]]ს, [[იყალთო]]სა და [[გელათი]]ს აკადემიები.
ხაზი 266:
უძველეს ცნობებზე დაყრდნობით, წინაქრისტიანულ საქართველოში არსებობდა ღვთაებათა უმცროს-უფროსობაზე აგებული [[პანთეონი]], რომელსაც ციური სხეულები შეადგენენ. უფრო მოგვიანებით ჩანს [[გაცი]]სა და [[გაიმი]]ს კულტები, რომელიც [[ფარნავაზ I]]-ის რელიგიური რეფორმით [[არმაზი]]ს კულტის წრეში ჩაეწერა. ქართულ წარმართულ ღვთაებათა პანთეონი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყალიბდებოდა. მის სათავეში არმაზი იდგა, შემდეგ მოდიოდნენ [[გაცი]], [[გაიმი]], [[აინინა]], [[დაინინა]], [[ზადენი]]. ამავე დროს ქართველები იცნობდნენ [[მითრა]]ს კულტს, [[ცეცხლთაყვანისმცემლობა]]ს, [[იუდაიზმი|იუდაიზმს]].
 
ერთიანი ქართველი ხალხის ფორმირებისა და ეროვნული თვითშეგნების განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა [[ქრისტიანობა]]მ. ქრისტიანობას საქართველოში პირველი საუკუნეებიდანვე გამოუჩნდნენ მიმდევრები. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, აქ უქადაგიათ [[იესო ქრისტე]]ს მოციქულებს - [[ანდრია პირველწოდებული|ანდრია პირველწოდებულსა]] და [[სიმონ კანანელი|სიმონ კანანელს]]. ქართული საისტორიო ტრადიცია ქართლის განმანათლებლად წმინდა ნინო|ნინო კაპადოკიელს]] მიიჩნევს, რომელსაც მიაწერს [[ქართლის სამეფო]] სახლის მონათვლასა და [[ქართლის გაქრისტიანება]]ს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ქართველი ხალხის ცხოვრებაში ეს იყო უმნიშვნელოვანესი სოციალ-პოლიტიკური და კულტურულ-მსოფლმხედველობრივი მოვლენა. მან ხელი შეუწყო ეთნიკურ და სახელმწიფოებრივ [[კონსოლიდაცია]]ს, ცალკეული კუთხეების შემომტკიცებას, ხელოვნების, დამწერლობის, წიგნიერების, მეცნიერების განვითარებას. შუა საუკუნეებში ქართული ქრისტიანული მონასტრები და საყდრები საქართველოში (გელათი, იყალთო, [[გრემი]]) და საქართველოს ფარგლებს გარეთ (ივერიის მონასტერი [[ათონის მთა]]ზე, მონასტერი შავ მთაზე სირიაში, [[პეტრიწონის მონასტერი]] ბულგარეთში, [[ჯვრის მონასტერი]] იერუსალიმში და სხვ.). იქცნენ საგანმანათლებლო და სამწერლობო კერებად, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული განვითარება.
 
ქართული ეკლესიის პირველი ორგანიზაცია [[მცხეთის საეპისკოპოსო]]ს სახით ჩამოყალიბდა. V საუკუნეში შეიქმნა ქართლის ავტოკეფალური საკათალიკოსო ეკლესია. საქართველოს ეკლესიის მეთაურს თავდაპირველად [[ეპისკოპოსი]]ს წოდება მიენიჭა. XI საუკუნიდან ეკლესიის მესაჭის ტიტულს [[პატრიარქი]]ს წოდებაც მიემატა.
ხაზი 274:
==სამეურნო ყოფა==
===მიწათმოქმედება-მემინდვრეობა===
საქართველო აღიარებულია კულტურული პურეულის [[სელექცია|სელექციისა]] და მიწათმოქმედების აღმოცენების ერთ-ერთ კერად. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია VI-V ათასწლეულის კულტურული მცენარეულის ნაშთი. დღემდე ცნობილი ხორბლის 16 სახეობიდან, საქართველოში წარმოდგენილია 11, აქედან 6 ენდემურია. ქართველებში დასტურდება საუკუნოებრივი დაკვირვების საფუძველზე მიღებული ცოდნა პურეული კულტურების სელექციის, შერეული კულტურების მიღების, საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბლის ჯიშების, შრომის ორგანიზაციის მრავალფეროვანი ფორმების შესახებ. ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავეს მემინდვრეობის თანმიმდევრული პროცესები - [[ნიადაგი]]ს სახნავ-სათესად გამოყენება, დატერასება, მოხვნა, განოყიერება, მორწყვა. ქართველი მეურნე ფლობდა სრულყოფილ ცოდნას ნიადაგის მოსავლისუნარიანობის, მისი ხარისხისა და რაობის, თვისებების შესახებ.
 
კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების შესაბამისად, [[მემინდვრეობა]] [[საქართველო]]ში დაიხვეწა ზონალობის შესაბამისი კულტურებითა და სამიწათმოქმედო იარაღებით. მემინდვრეობის ტრადიციულობაზე მიუთითებს ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ხელით სამუშაო საფარცხსაოში, სამკალ-[[სათიბი]], სალეწი და გამწევი ძალისათვის განკუთვნილი სახვნელები. სახვნელ იარაღთა მრავალფეროვნებას მათი ფუნქციური სხვაობა განაპირობებდა სამეურნეო პირობებსა და მიწათმოქმედების სისტემებთან ერთად. ქართველი მიწათმოქმედის პრაქტიკაში იყო ხვნის როგორც მარტივი, ისე რთული სახეობანი. ხვნის სახეობებს შესაბამისი სახვნელი შეეფარდებოდა. სხვადასხვა კუთხეში ჩამოყალიბდა კონკრეტული პირობების შესატყვისი იარაღი, რამაც საქართველო სახვნელი იარაღების სიმრავლით გამორჩეულ ქვეყნად აქცია. ყველაზე მარტივ სახვნელად მიჩნეულია თუშეთსა და ხევსურეთში გავრცელებული კავი//კავწერა, ყველაზე რთული კი დიდი [[გუთანი]]ა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული გუთნის სახელითაა ცნობილი.
 
მემინდვრეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასავლეთ საქართველომ, ასე რომ, სოფლის მეურნეობის ეს დარგი ისტორიული [[კოლხეთი]]ს ყოფიდან მიღებულ მემკვიდრეობად უნდა მივიჩნიოთ. აქ წარმოდგენილია მარცვლეული კულტურების ისეთი სახეობანი, რომლებიც გარდამავალ რგოლს ქმნიან ველურ და კულტურულ ხორბლეულებს შორის და ენდემური სახით მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება: [[ზანდური]], [[კოლხური ასლი]], [[მახა]]. შემონახულია უძველესი, მარტივი იარაღი - [[სამკალი]] - შნაკვი//შანკვი, რომლითაც ხდებოდა აღნიშნული პურეულის მოწევა.
 
დასავლეთ საქართველოს მემინდვრეობის სისტემაში ყველაზე გავრცელებული იყო [[ღომი]]ს კულტურა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მხარეში [[პური]]ს შემცვლელად ითვლებოდა. XVII საუკუნის დასასრულამდე [[ღომ]]ი ძირითადი საკვები იყო, XVIII საუკუნიდან კი იგი თანდათან განდევნა [[სიმინდი|სიმინდმა]].
 
დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის ბოლომდე ითესებოდა [[ბრინჯი]]. მოჰყავდათ როგორც სველი, ისე მშრალი ბრინჯი და ბოჭკოვანი მცენარეები: [[სელი]] და [[კანაფი]]. ბერძენი მწერლები მიუთითებენ კოლხური სელის მაღალ ხარისხზე - მისგან კარგი თევზსაჭერი ბადეები, ჩინებული სანაოსნო იალქნები მზადდებოდა. ანტიკურ სამყაროში განთქმული იყო აქაური სელის ტილო, რომელიც მეტოქეობას უწევდა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] საუკეთესო სელის ქსოვილებს. სელისა და კანაფისაგან ზეთსაც ხდიდდნენ.
 
კანაფი, როგორც საზეთე მცენარე, გავრცელებული იყო [[სვანეთი|სვანეთში]]. კანაფის ზეთს საკვებადაც იყენებდნენ და სამკურნალოდაც.
ხაზი 293:
ქართველებმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნეს [[მევენახეობა]]-მეღვინეობის მაღალი და ორიგინალური კულტურა, მრავალი [[ვაზი]]ს ჯიშისა და განთქმული ქართული [[ღვინო]]ების სახით. მევენახეობა-[[მეღვინეობა]]ს ქართველების ყოფაში იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რომ [[თემურ ლენგი|თემურ ლენგმა]] XIV საუკუნის დამლევს და [[შაჰ-აბასი|შაჰ-აბასმა]] XVII საუკუნიის დამდეგს ქართველების ეკონომიკურად და სოციალურად დასაძაბუნებლად, საქართველოში შემოჭრილ თავის ლაშქარს, უპირველესად, [[ვენახი|ვენახები]]ს გაკაფვა უბრძანეს. მიუხედავად დაბრკოლებისა, ქართველებმა საუკუნეებს გამოატარეს ვაზის სიყვარული და ღვინის დაყენების ემპირიული კულტურა.
 
ვაზი ქართველი კაცის სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოა. მასზე შექმნილია საგალობელ-სადიდებელი სიმღერები, რომლებშიც გამოხატულია სიყვარული და პატივისცემა მეღვინეობის მფარველი ღვთაებისადმი (აგუნას გადაძახება [[კალანდა]] საღამოს [[გურია]]ში, ჩაგუნა - [[სამეგრელო]]ში, შიოობა - მარნის [[ზედაშე|ზედაშის]] დღესასწაული - [[რაჭა]] - იმერეთში, ზედაშის კულტი - კახეთში, ღვთისმშობლის სადიდებელი ჰიმნი „შენ ხარ ვენახი“ და ა. შ.). ღვინის მონაწილეობის გარეშე არ სრულდებოდა არც ერთი რიტუალური ჩვეულება. ღვინის მეშვეობით ხორციელდებოდა ღვთაებრივთან ზიარება. ოჯახში ღვინით სავსე ჭური სიკეთის, ბარაქიანობის სიმბოლო იყო. არცერთი დღესასწაული ქართულ ოჯახში - ახალი ფუძის ჩაყრა, ძეობა, ნიშნობა, ქორწილი - უღვინოდ არ ჩატარდებოდა. ქართველმა სიყვარულით შექმნა ღვინის სმის მაღალი კულტურა, რიტუალური სასმისებითა და კოლორიტულ სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით, რომელიც მეღვინეობის კულტზე მიგვითითებს. ქართველი ხალხი ვაზის შესანიშნავი ჯიშების გამოყვანისა და ღვინის განვითარებული ტექნოლოგიის გვერდით სუფრის დახვეწილ წესებს იმუშავებდა და ნაირგვარ სასმისებს ქმნიდა, რაც ესთეტიკური ტკბობის საშუალებას წარმოადგენდა.
 
მეღვინეობა კარგად იყო განვითარებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით [[კახეთი|კახეთში]]. განთქმული იყო
* კახეთში [[კარდენახი]], [[მანავი]], [[ახაშენი]], [[ტიბაანი]]
* ქართლში - [[საგურამო]], [[ჭოპორტი]], [[მუხრანი]], [[ოძისი]], [[ატენი]]
* იმერეთში - [[ძირულა]], [[ხარაგოული]], [[სვირი]], [[ობჩა]]
* რაჭაში - [[ხვანჭკარა]], [[ამბროლაური]]
* სამეგრელოში - [[მუხური]], [[სალხინო]]
* გურიაში - [[შემოქმედი]], [[ვაკიჯვარი]]
 
საქართველოში ვაზის მოშინაურება [[ენეოლითი]]ს ხანიდან იღებს სათავეს. მრავალსაუკუნოვანი შრომის შედეგია 500-მდე კულტურული ვაზის ჯიშის დადასტურება საქართველოს ტერიტორიაზე, ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მევენახეობის ფორმების შემუშავება ([[დაბლარი]], [[მაღლარი]], [[ოლიხნარი]], [[ტალავერი]]), ვაზის მოვლა-მოშენების ემპირიული წესების, ღვინოების დამზადების ნაირგვარი ტექნოლოგიის მიგნება. ქართული ღვინის დაყენების ხელოვნება იცნობს არამარტო თეთრი ([[რქაწითელი]]) და წითელი ([[საფერავი]]), არამედ ბუნებრივად ტკბილი ([[ხვანჭკარა]], [[ტვიში]], [[უსახელოურო]], [[ქინძმარაული]]) და ცქრიალა ([[ატენური]], [[ჩხავერი]]) ღვინოების დამზადება-შენახვის წესებს.
ხაზი 309:
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღვინის დაყენების ურთიერთგანსხვავებული წესებია გამომუშავებული (ღვინის დაყენება [[ჭაჭა]]ზე, დედით დაყენება, ღვინის დაყენება უჭაჭოდ და უკლერტოდ, ჭარმაგი ღვინის დაყენება, შუშხუნა ღვინის დაყენება და ა.შ.), მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ღვინის დაყენების კახური წესი. მისი სპეციფიკა ის არის, რომ თეთრი ღვინის დადუღება მთელ ჭაჭაზე ხდება, მაშინ როდესაც საქართველოს სხვა კუთხეებში ტკბილი დუღს უჭაჭოდ ან დაწურული ყურძნის ჭაჭის უმნიშვნელო რაოდენობაზე. სპეციალისტების აზრით, ჭაჭაზე ღვინის დაყენება ადგილობრივი ტექნოლოგიური წესია.
 
ყურძნის ჭაჭიდან აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ხდის სანაქებო არაყს - „ჭაჭას“. ყურძნის ნაყოფს ქართველები მრავალმხრივ იყენებენ და ოდითგან მისდევენ ყურძნის პროდუქტების დამზადება-გამოყენებას. ყურძნის წვენისგან [[თათარა]]ს ამზადებენ საჩურჩხელედ. [[ჩურჩხელა]] ოჯახის კვებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. იგი აუცილებელი და ყუათიანი საკვები იყო [[მონადირე]]ების, [[მწყემსი|მწყემსების, გზათმიმავლებისათვის. ჩურჩხელა სალაშქრო საკვებიც იყო. ცნობილია, ქართველი მეომარი [[ლაშქრობა]]ში თავისი საგზლით - ჩურჩხელების მარაგით მიდიოდა.
 
საქართველოში [[ღვინო]] მარტო მოსალხენად და სარიტუალოდ კი არ გამოიყენებოდა, არამედ საკვებად და სამკურნალოდაც. ქართველებისთვის პურ-ღვინოს თანაბარი კვებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მოხუცებში. ასევე, ღვინით უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ ფიზიკურად მომუშავენი. ძველი ღვინო წამლად გამოიყენებოდა სისუსტის, სისხლნაკლულობის, უმადობის დროს. მზადდებოდა შეჭამანდები შავი ღვინისგან, „თხლისაგან“, „ისრიმისგან“, რომელიც ნიგვზით, ნივრითა და მარილით იკმაზებოდა და ა. შ.
 
===ლუდის დაყენება===
თუ საქართველოს ბარში მევენახეობა-მეღვინეობა განვითარების კლასიკურ ფორმებს აღწევს, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (ხევსურებში, ფშავლებში, თუშებში, მთიულ-გუდამაყრელებსა და მოხევეებში) „ნაციონალურ“ სასმელად გამოიყენებოდა [[ლუდი]], როგორც საერო, ისე საკულტო-სარიტუალო მსახურების შესრულებისას. სარიტუალო ლუდის მომზადება, ძირითადად, ჯვარ-ხატების მოვალეობას შეადგენდა. ისინი ფლობდნენ საგანგებო სალუდე ნაგებობებს, ხოლო სალუდე მეურნეობას უძღვებოდა მთავარი მსახური - [[ხუცესი]], სათანადო სამეურნეო პერსონალთან ერთად. კალენდარული დღეობების დროს ლუდის კოდის გახსნა უმნიშვნელოვანეს მომენტს წარმოადგენდა. სადღესასწაულო რიტუალში ლუდი წმიდა სასმელადაა გამოცხადებული. ლუდის სარიტუალო დანიშნულება კარგად ჩანს მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ დღეებში. ლუდი ფართოდ გამოიყენებოდა მთიელთა ყოველდღიურ ყოფაშიც. მთიელის ცხოვრების არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი (ძეობა, მოშუღლეთა შერიგება და მისთ.) ულუდოდ არ ჩაივლიდა. მთიელი ქართველისთვის ლუდი წმიდა სასმელია და ამიტომ მასთან დაკავშირებული ყველა ქმედება განწმენდილი ადამიანისგან უნდა შესრულდეს. წმინდადაა მიჩნეული საქვაბე, რაშიც ლუდი იხარშება, საკოდე, სადაც ის დუღდება და თას-განძი, რითაც მას სვამენ. საგანგებო სარიტუალო ჭურჭელს წარმოადგენდა „სახუცობო კოჭობი“, რომელსაც სხვადასხვა სამკაული ჰქონდა შებმული: [[ვერცხლი]]ს ფული, მასრები, შიბები, ძეწკვები. სახუცობო კოჭობი წმინდა ჭურჭელია და მხოლოდ იმითაა ნებადართული კოდიდან ლუდის ამოღება. [[ხატი]]ს ყმანი მუხლებზე დაჩოქილნი ხელმიუკარებლად სვამენ [[თასი]]დან ლუდს. სმის ეს წესი ხატთან ზიარების, ხატის ყმებისა და [[თემი]]ს ერთიანობის გამოხატულებაა. ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი, რომ ეს თასი, ხალხის რწმენით, ზეციური წარმოშობისაა, ღვთისშვილთა ნიშანს წარმოადგენს და მისგან აღმოცენდება ჯვარ-ხატი. თასს განსაკუთრებული ძალა [[ხევისბერი]]ს ხელში ენიჭება.
 
ლუდის დაყენების წესი, მის მიღებასთან დაკავშირებული რიტუალური ჩვეულებები, საქართველოში ძველთაგანვე ლუდის კულტურის არსებობაზე მეტყველებს.
ხაზი 321:
ქართველები ოდითგან მისდევდნენ [[მეხილეობა]]ს და მიწათმოქმედების სხვა დარგებთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. VI-IV საუკუნეების უძველესი ბერძნული ცნობებიც მიუთითებს საქართველოში მეხილეობის ფართოდ გავრცელებაზე. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ნაშრომში მთელი იმდროინდელი საქართველო, ველებიდან დაწყებული ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ადგილების ჩათვლით, ვენახ-ხილიან ზოლად არის წარმოდგენილი. ქართველმა ხალხმა თავის ბაღ-ხილნარს „მტილ-სამოთხეები“ და „ბაღ-წალკოტები“ უწოდა.
 
წმინდა ხილის ბაღები საქართველოში გავრცელებული იყო ქართლში, იმერეთში, [[სამცხე]]ში. ქართველმა მეურნემ შემოქმედებითი ძიების გზით, „გლეხურ ლაბორატორიულ პრაქტიკაში“ შეძლო მიეღწია [[ხეხილი]]ს ჯიშთა მრავალფეროვნებისა და სიმრავლისათვის. ამაზე მეტყველებს ნიადაგის შერჩევის ცოდნა, უმცირესი მიწის ნაკვეთების მომზადება საშენად რამდენიმე წესის გამოყენებით: [[ტერასები]]ს მოწყობით, [[ჭაობი]]ს დაშრობით, შემობარვითა და ა.შ.; ხეხილის მოვლის წესები, მყნობის ტრადიციული წესები, ხილის საკრეფი ხელსაწყო-იარაღების მრავალფეროვნება და ა.შ. ქართული ხილის ცნობილი ჯიშებია: მეფის [[ვაშლი]], [[თურაშაული]], კალოს [[მსხალი]], გოგრა [[ბალი]], ხიდისთაური სახრავი, [[ალიბურახი]] და ა. შ.. სამცხეში, განსხვავებით საქართველოს სხვა რეგიონებისაგან [[თუთა|თუთის ხის]] გამოყენების მრავალმხრივი პრაქტიკაც დასტურდება.
 
ისტორიულად ქართველი ხალხი საოჯახო მეურნეობაში ფართოდ გამოიყენებდა ველურად მზარდ ტყის ხილეულს სამკურნალოდ, სამღებროდ და საკვებად. სხვადასხვა რეგიონში დასტურდება „ტყის მეხილეობის“ არსებობაც, რომლის ძირითადი ნიშანია უშუალოდ ტყეში, სანამყენე ხეზე, იმავე სახეობის შინაური ხეხილის ტოტის დამყნობა და ამით ამ ადგილის დასაკუთრება. აქვე მისდევდნენ მცენარეულის კულტივირებასა და სასარგებლო მცენარეების შერჩევა-დანერგვას.
ხაზი 329:
 
===მესაქონლეობა===
ქართველი ხალხის სამეურნეო საქმიანობაში, მიწათმოქმედების კვალდაკვალ, მთავარი ადგილი უჭირავს [[მესაქონლეობა]]ს. ისტორიულად საქართველოში ცნობილია მრავალდარგოვანი მესაქონლეობის არსებობა, რაც გულისხმობდა როგორც წვრილფეხა ([[ცხვარი]], [[თხა]], [[ღორი]], [[ფრინველი]]), ისე მსხვილფეხა მესაქონლეობის ([[ძროხა]], [[კამეჩი]], [[ცხენი]], [[ჯორი]], [[სახედარი]]) განვითარებას. საქართველოს ბარისაგან განსხვავებით, სადაც პრიორიტეტს მიწათმოქმედება ინარჩუნებს და მესაქონლეობა მიწათმოქმედების ხელშემწყობ მოვლენას წარმოადგენს (გამწევი ძალით უზრუნველყოფა), მთიანი მხარეების ეკონომიკაში მესაქონლეობა ჭარბობს სხვადასხვა ვარიაციით: სვანეთში, მთის რაჭასა და ხევსურეთში - მსხვილფეხა მესაქონლეობაა განვითარებული; თუშეთში, ფშავში, ხევსა და მთიულეთ-გუდამაყარში - [[მეცხვარეობა]].
 
მესაქონლეობის განვითარების ინტენსიურ ხასიათზე მიუთითებს ქართველი ხალხის საჯიშე-სანაშენე საქმიანობაც, რომელმაც მოგვცა ცნობილი მეგრული ხარი, ხევსურული ძროხა, თუშური ცხვარი, მეგრული თხა, კახური ცხენი. ჯერ კიდევ კლასიკური ეპოქის ავტორები აღნიშნავდნენ უპირატესობას კოლხური დაბალტანიანი ძროხისა, რომელიც მაღალი წველადობით გამოირჩეოდა. საქართველოში ბუნებრივ ზონალობას ემორჩილება მესაქონლეობის ფორმები: მთური და ბარული. მესაქონლეობის ამ ორ ფორმას ბინადარი მოსახლეობა მისდევდა და აქედან გამომდინარეობდა მათი ცხოვრების წესიც (ფსიქიკა, სოციალური ინსტიტუტი, საწარმოო ჩვევები, შრომის ორგანიზაციის ფორმები, ადათობრივი სამართალი, სოციალური და მატერიალური კულტურა). ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რძის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიური ხერხების ([[ნაღები]]ს მიღების, კვეთის შემზადების, რძის შეყველების ტემპერატურის დაცვის, სიმჟავის ნორმალური დოზის შენარჩუნების...), სარძეო მეურნეობისათვის გამოსადეგი ჭურჭლის მასალის (ხე, [[თიხა]], [[სპილენძი]]) ვარგისიანობის, ყველის შესანახი ჭურჭლის ([[გუდა]], თიხა, ხე) მრავალსახეობისა და სხვ. მიგნება-გამოყენებაში. ქართველებმა [[კარაქი]]ს მისაღებად შექმნეს თიხის [[სადღვებელი]], ნაპოვნია ძვ. წ-აღ IV ათასწლეულის დროინდელი მისი ნიმუში, და დღესაც, ეს სადღვებელი იმავე ფორმით განაგრძობს არსებობას აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (ქართლ-კახეთში), რაც მოსახლეობის ბინადარი წესის უტყუარი მატერიალური ნიშანია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ზოლში სადღვებლად გამოყენებულია მთლიანი ხის „ვარია“ და „ჩხუტბრუნელი“. ხევსურეთში ხის ვარიასთან ერთად სპილენძის ვარიასაც იყენებდნენ.
ხაზი 335:
სარძევე მეურნეობის განვითარების მაღალი კულტურის შედეგია ისეთი მიღწევები მესაქონლეობაში, როგორიცაა თუშური [[ყველი]], მეგრული [[სულგუნი]], იმერული ყველი, ხევსურული [[ერბო]], აჭარული კარაქი. მესაქონლეობის ცალკეული დარგების გავრცელება ზონალობასა და რელიგიურ რწმენებს ექვემდებარებოდა. [[ცხვარი]] ყველგან ჰყავდათ, მეთხეობა ძირითადად - გურია-სამეგრელოში, კამეჩი მხოლოდ საქართველოს ბარში იყო გავრცელებული, მეღორეობა - კახეთსა და სვანეთში. ღორს, რელიგიური მოსაზრებით, არ აშენებდნენ [[აჭარა]]სა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. საკვებად არ გამოიყენებოდა უსურმაგის (ცხენის, ჯორის, [[ვირი]]ს) ხორცი.
 
მესაქონლეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართველი ხალხის რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში. მეურნეობის ამ დარგის ინტერესებს შეესატყვისებოდა უძველესი სამეურნეო [[კალენდარი]]ც. საახალწლო რიტუალში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეჭირა მეკვლის მიერ ცეცხლში მუგუზლის „შეჩიჩხინებას“, ნაპერწკლების ასავარდნად, რასაც მოსდევდა საქონლის გამრავლების სურვილის გამომხატველი ფრაზა: „ამდენი ცხენი, ამდენი ძროხა“. იცოდნენ რიტუალური კვერების გამოცხობა, საახალწლოდ საქონელზე მილოცვა და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ციკან-ბატკნის ბეჭის ძვლით მკითხაობდნენ ოჯახის დოვლათიანობაზე. მთელი რიგი ცერემონიებისა დაკავშირებული იყო მეწველი და მუშა საქონლის, წველადღვების, გუთნის გატანისა და ა. შ. გათვალვის წინააღმდეგ.
 
საქართველოს ცალკეულ კუთხეებს შემორჩა სანახაობები ხარის მონაწილეობით: [[ბუღა|ბუღების]] [[ჭიდაობა]] ([[აჭარა]]), [[კურული]] ([[სამეგრელო]]).
ხაზი 345:
 
===ხალხური ტრანსპორტი===
ქართული სინამდვილისათვის დამახასიათებელი ხალხური ტრანსპორტი, რომელშიც ცოცხალი გამწევი ძალაა გამოყენებული, სამ ჯგუფად იყოფა, რაც ქვეყნის სამეურნეო-გეოგრაფიული გარემოს თავისებურებებით არის განპირობებული: უბორბლო საზიდი [[მარხილი]] (მთის ზოლში), ბორბლიანი [[ურემი]] (ბარის ზოლში) და გარდამავალი - შერეული ტიპის საზიდი (ბოლოთრია, აჩაჩა ურემი, სელი, თუში). ეს უკანასკნელი საქართველოს პირობებშია წარმოშობილი და სპეციალურ ლიტერატურაში შეფასებულია, როგორც ქართული მატერიალური კულტურის ერთ-ერთი მონაპოვარი. ამ სახეობის კონსტრუქციულ თავისებურებას წარმოადგენს ორი სრულიად განსხვავებული სამოძრაო პრინციპის - ბარის ზოლის ურმის გორვა-ბრუნვისა და მთის ზოლის მარხილის თრევა-სრიალის მოწყობილობათა - კომბინირებული გამოყენება. მის დასამზადებლად საყურადღებო ტექნოლოგიური ხერხები გამოიყენება.
 
===წყლის ტრანსპორტი===
უძველესი დროიდან საქართველოში განვითარებული იყო წყლის ტრანსპორტი. [[ზღვა|ზღვის]], [[ტბა|ტბისა]] და დიდი მდინარის ათვისება სამეურნეოდ და სანაოსნოდ მხოლოდ [[ნავი]]თ იყო შესაძლებელი. აღმოსავლეთ საქართველოში სანაოსნოდ გამოიყენებოდა მდინარეები: [[მტკვარი]] და [[ალაზანი]], დასავლეთ საქართველოში - [[რიონი]]. ერთადერთი ტბა, რომელიც სანავიგაციოდ ფართოდ იყო გამოყენებული, [[პალიასტომის ტბა]]ა. წყლის ტრანსპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობა ხის მორი და [[ტივი]] იყო, რომელთაც [[მდინარე]]ზე აცურებდნენ და [[ჭოკი]]თ აძლევდნენ მიმართულებას. საქართველოში ისტორიულად გავრცელებული იყო ნავის ორი სახეობა: დაჭედილი და დაუჭედავი (ცალფა ნავი), ერთი მთლიანი ხისაგან გამოთლილი, რაც წყლის ტრანსპორტის განვითარების ყველაზე ადრეულ სახეობაზე მიგვითითებს. დროთა განმავლობაში ხდებოდა ცალფა ნავის სანაოსნო თვისებების სრულყოფა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წყლებში უხდებოდა ცურვა. ცალფა ნავები განსხვავდებოდა ზომით და ზოგჯერ ფორმითაც, გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობისთვის, სათევზაოდ, სანადიროდ, ტვირთისა და მგზავრების გადასაყვანად. დასავლეთ საქართველოში თითქმის ყოველ მოსახლეს ჰყავდა პატარა ნავი, რომელიც დაჰყავდათ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსა და ბავშვებსაც.
 
ფიცრისგან შეკრული დაჭედილი ნავი მდინარეზეც გამოიყენებოდა და ზღვაზეც. დაჭედილი ნავის ოსტატებად ცნობილი იყვნენ [[მეგრელები]] და [[ქვემო იმერეთი]]ს მცხოვრებნი. სამდინარო ტრანსპორტის გავრცელებულ სახეობად ითვლებოდა ნავტიკები, ტივები. [[ტივი]] სატრანსპორტო საშუალებად გამოიყენებოდა მტკვარზე, ალაზანზე, ენგურზე, რიონზე, პალიასტომზე. ნავტიკი გამოიყენებოდა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად. ძველად ფართოდ იყენებდნენ ბორანსაც.
 
ძველი [[კოლხეთი]] [[ნაოსნობა|ნაოსნობის]] ერთ-ერთ ძლიერ ცენტრად იყო ცნობილი მთელ შავ ზღვაზე, ხოლო მდიდარი წერილობითი წყაროები, რომლებიც ძვ. წ-აღ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან მოგვეპოვება, საქართველოში ნაოსნობის ხანგრძლივ ტრადიციებზე მიუთითებს.
 
===მელითონეობა===
ქართველებს მელითონეობის დარგშიც გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი მსოფლიო კულტურის საგანძურში. რკინის დამუშავებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს, ღრმა სიძველით ხასიათდება. ამ მხრივ, არქეოლოგიური კვლევა-ძიება მეტად მნიშვნელოვან მასალას იძლევა. ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე XIV საუკუნიდან საქართველოში იწყება რკინის [[მეტალურგია|მეტალურგიის]] ჩასახვა-განვითარება, რასაც ხელს უწყობდა რკინის [[საბადო]]ების სიმრავლე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში (ჩათახის (აღმ. საქართველო), წედისის (რაჭა), კურსების (იმერეთი), ჯიშრის (აფხაზეთი), შხიბარის (სვანეთი), სარკინეთის (ქართლი) და სხვა საბადოები). ქართველებს ძველი კულტურული სამყარო თვლის განთქმულ [[მელითონე]]ებად, ნაქებ რკინის მოხელეებად. ბერძენი ტრაგიკოსი [[ესქილე]] (ძვ. წ-აღ. V ს.) ხალიბებს (ზოგიერთ მკვლევარს ისინი ქართველთა წინაპრებად მიაჩნია) გამომგონებლად თვლის, ხოლო [[ხალიბები]]ს ქვეყანას „რკინის დედას“ უწოდებს. ქართველთა წინაპრები ფლობენ უჟანგავი რკინისა და მაღალი ღირსების [[ფოლადი]]ს მიღების თავისებურ ხერხებსა და საიდუმლოებას, რის გამოც მათი ნახელავი დიდად გამოირჩეოდა და შორს ჰქონდა სახელი გავარდნილი. ჯერ კიდევ [[ჰომეროსი]] ძველი ქართველი ტომების ალიბების (იგივე ხალიბების), [[ჭანები]]ს ქვეყანას იცნობდა, როგორც ლეგენდარულ „ვერცხლის ქვეყანას“ (თანამედროვე გიუმიშხანე). ხალიბები გვევლინებიან რკინის დამუშავების საუკეთესო ოსტატებად. ამ დროს წინა აზიისთვის [[კავკასია]] იყო [[ლითონი]]ს ნედლეულის მიმწოდებელი. ასურეთში ხალიბების [[რკინა]]ს „ხაბალკინუ“ რქმევია. სპეციალური კვლევით დადგენილია, რომ [[ქრისტეშობა]]მდე, IX-VII საუკუნეებში, ამ ხალხთა მეტალურგიულმა ოსტატობამ მანამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. ამ ვითარებას კარგად ესადაგება ბერძნული მითიც, რომლის მიხედვითაც მჭედლობის ღვთაების - [[ჰეფესტო]]ს - სამოქმედო არე კავკასიაა. საქართველოს მიწა-წყალზე მიმობნეული მრავალრიცხოვანი ნაშთი: დაგროვილი რკინაწიდა, რკინის საბადოები და სხვ. მოწმობენ, რომ რკინის წარმოებას ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. საქართველოს ეთნოგრაფიულმა სინამდვილემ შემოინახა ძველი მელითონეების საწარმოო გამოცდილება და რწმენა-წარმოდგენები, რაც ხალხური მჭედლობის სიძველეზე მიუთითებს. ამ მიმართებით, ქართული მეტალურგიის ტრადიციების მატარებლად და ტიპიურ სახედ წარმოგვიდგა რაჭის [[სარკინეთი]] (ზემო რაჭა), რომელთა მცხოვრებთ „რკინის კაცებს“ ეძახდნენ. დადგენილია საუკეთესო ფოლადის მიღების საიდუმლოც, რკინის მადანში სადუღარი მიწის „ფაშას“//[[პიროლუზიტი]]ს შერევის წესი, რომელიც ძველი ქართველი ტომების ([[ხალიბები]]სა და [[მოსინიკები]]ს) რკინის დამზადების წესის ანალოგიურია.
 
მელითონეობის ძველი კულტურის კვალი ატყვია არა მხოლოდ მატერიალურ წარმოებას, იგი ხალხის ცნობიერებამაც აღბეჭდა როგორც მაგიური ძალის შემცველი. [[მჭედლობა]]ს ჰყავდა თავისი მფარველი ღვთაება: სოლანი - სვანეთში, სოლომი - სამეგრელოში, შაშა - აფხაზეთში. ამასვე ადასტურებს რაჭული თქმულება „სირა მჭედელზე“, რომელიც ახლოს დგას მჭედლობის მფარველ ღვთაებებთან. თვითონ სამჭედლო წმიდა ადგილად იყო მიჩნეული, ხოლო [[მჭედელი]] - ზეკაცური ბუნების მქონე არსებად. საქართველოში დღემდე დადასტურებული მელითონეობის მდიდარი და მრავალფეროვანი ტერმინოლოგია, ამ ტერმინთა ქართული წარმოშობა, ძველი ქართული მელითონეობის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს.
 
საქართველოში გავრცელებული იყო [[სპილენძი]]ს ხელადი. სპილენძის მადნეულის დამუშავების ცენტრი იყო [[ჭოროხი]]ს ხეობა და [[ალავერდი]]ს საბადოები. სპილენძის მოხელეები ფლობდნენ მისგან არამარტო ჭურჭლის დამზადების ტექნიკას, არამედ ძველი სპილენძეულის გადამუშავების ხელოვნებას, რაც მელითონეობის მაღალ კულტურაზე მეტყველებს. საერთოდ, [[სპილენძი]]ს ჭურჭელი ქალის სამზითვო ნივთი იყო. იგი დიდ როლს თამაშობდა სხვადასხვა რიტუალებსა და საწესო ჩვეულებათა შესრულებისას.
ხაზი 366:
ვაჭრობდნენ პურით, ბამბით, [[აბრეშუმი]]თ, [[ბეწვეული]]თ, ღვინით, [[მატყლი]]თ, სანოვაგით. უცხოეთში გაჰქონდათ კახური და ქართლური [[ღვინო]], [[ენდრო]], პური, მაღალხარისხოვანი [[მატყლი]], ქსოვილი, ხალიჩები, სწრაფმავალი ცხენები და სხვ. XII საუკუნიდან მოკიდებული XVII საუკუნემდე ქართული [[აბრეშუმი]]ს ქსოვილები დიდად ფასობდა წინა აზიისა და ევროპის ბაზრებზე.
 
მზა საქონელი შემოჰქონდათ ირან-[[ოსმალეთი]]დან, ხოლო ევროპიდან - ფრანგული საქონელი. კავშირი იყო დამყარებული მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრებთან: [[ტრაპიზონი|ტრაპეზუნტთან]], [[კონსტანტინეპოლი|კონსტანტინოპოლთან]], [[ბაღდადი|ბაღდადთან]], [[ალექსანდრია]]სთან და სხვ.
 
==ეროვნული სამოსი==
ხაზი 372:
ქართული კულტურის უძველესსა და მნიშვნელოვან მონაპოვარს ეროვნული სამოსლის დამზადება-გამოყენება წარმოადგენს. საოჯახო მეურნეობაში ქსოვილების დამზადების ტრადიციული, შინამრეწველური წესით მზადდებოდა [[შალი]], [[ბამბა]], [[სელი]], [[აბრეშუმი]], [[კანაფი]]. ქსოვისა და ქსელვის რთულ და მრავალფეროვან ხალხურ ტექნიკას ფლობდა საქართველოს მთის ზოლის მოსახლეობა. [[ჰეროდოტე]]ს ცნობით, მაშინდელ მსოფლიოში კოლხეთში წარმოებული სელის ქსოვილი, ეგვიპტურთან ერთად, საუკეთესოდ ითვლებოდა.
 
საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩაცმულობის სხვადასხვა ვარიანტი ყალიბდება, ხოლო მისი ძირითადი ტიპები - ქართული კაბა და ქართული [[ჩოხა]] - დაიხვეწა და თავისი საბოლოო სახე ბოლო საუკუნეებში მიიღო. ქართული ეროვნული კოსტიუმის ძირითადი მახასიათებელი ელემენტებია: ფორმის დახვეწილობა და სინატიფე, წელზე გაწყობა, ასაკთან, პირისახის, კანისა და თვალის გუგის ფერებთან სამოსლის ფერთა შეხამება, ტარების მანერა. ქართულ კაბას ესადაგება ქართული თავდახურვაც: [[ჩიხტი-კოპი]], [[მანდილი]], [[ლეჩაქი]] და [[ბაღდადი (თავსაბურავი)|ბაღდადი]].
 
ქართველი მამაკაცის ეროვნული კოსტიუმის ძირითადი ტიპი ჩოხა-[[ახალუხი]]ს კომპლექსია, ვერცხლისთავიანი [[მასრა|მასრებითა]] და [[ვერცხლი]]ს ქარქაშიანი ხანჯლით გაწყობილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართველები“-დან