სათვალიანი სუსხური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა | სახელი = სათვალიანი სუსხური | სურათის ფაილი = Spectacled_...
 
No edit summary
ხაზი 27:
| fw =
}}
[[File:Somateria fischeri MHNT.ZOO.2010.11.16.2.jpg|thumb| ''Somateria fischeri'']]
'''სათვალიანი სუსხური''' ({{lang-la|Somateria fischeri}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. რამდენადმე მცირეა [[ჩვეულებრივი სუსხური|ჩვეულებრივ სუსხურზე]]; მისი სხეულის სიგრძეა 51-58 [[სმ]], მასა დაახლოებით 1630 [[გრამი|გ]]. მამალი ზურგსა და თავზე შეფერილია თეთრად, თვალების გარშემო გააჩნია „სათვალე“ (აქედან სახელი), ნისკარტის ზემოთ მწვანე ფართო ზოლი, ფრთის ბოლოები, კუდი და მუცელი შავია. მდედრი მამრისგან ფართოდ განსხვავდება; შეფერილია მუქი-ყავისფერი ბუმბულით. იშვიათი, ფრაგმენტულად გავრცელებული სახეობაა. ბინადრობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს [[ტუნდრა|ტუნდრაში]]; ციმბირში, ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებსა და სხვ. ზამთარში ინაცვლებს უფრო სამხრეთით, მაგალითად [[ბერინგის ზღვა]]. ბუდობს [[ალასკა|ალასკისა]] და ჩრდილო-დასავლეთ [[ციმბირი|ციმბირის]] სანაპიროებზე. სხვა სუსხურების მსგავსად იკვებება [[მოლუსკები|მოლუსკებით]], რისთვისაც ყვინთავს ზღვის ფსკერზე. აგრეთვე საკვებად იყენებს [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებს]], [[მწერები|მწერებსა]] და მათ ლარვებს, ბალახის ყლორტებს და თესლს, [[კენკროვანნი|კენკროვნებს]]. გამრავლების სეზონი [[მაისი|მაის]]-[[ივნისი|ივნისში]] იწყება. დედალი დებს 4-5 კვერცხს. ინკუბაცია 24 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები მუქი-ყავისფერი ღინღლით არიან შეფერილნი. 50-53 დღისანი ფრთიანდებიან.