ქათმისებრი ბატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა | სახელი = ქათმისებრი ბატი | სურათის ფაილი = Cape_Barren_Goose_ed...
 
No edit summary
ხაზი 27:
| fw =
}}
[[File:Cereopsis novaehollandiae MHNT.ZOO.2010.11.15.6.jpg|thumb| ''Cereopsis novaehollandiae'']]
'''ქათმისებრი ბატი''' ({{lang-la|Cereopsis novaehollandiae}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[ბატისნაირნი|ბატისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგის]] [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. დიდი ზომის ბატია. მისი სხეულის სიგრძეა 75-100 [[სმ]], წონა 3,2-6,8 [[კგ]]. ფერად ნაცრისფერია ღია ლაქებით. თავი პატარაა, კისერი შედარებით მოკლე. მისი ნისკარტი ყვითელი, მოკლე და მაღალია, დაბოლოვებაზე შავი, ჰგავს [[ქათამი|ქათმისას]]. აქვს გრძელი წითელი ფეხები; მოკლე, შავ თითებს შორის გადაჭიმულია აპკი. გავრცელებულია [[სამხრეთი ავსტრალია|სამხრეთ]] [[ავსტრალია|ავსტრალიასა]] და [[ტასმანია|ტასმანიის]] სანაპიროზე. ქათმისებრი ბატი ძირითადად ფეხით გადაადგილდება, ძალიან სწრაფად დარბის და ამიტომ ამ საშუალებს ანიჭებს უპირატესობას. ცურავს საკმაოდ ცუდად და ფრენს მძიმედ. წყალთან მხოლოდ ბარტყების გამოჩეკისასაა დაკავშირებული, სხვა დროს თავს არიდებს მას. ბუდობის დროს იკრიბებიან გუნდებად, მაგრამ შემდეგ ცალკევდებიან წყვილებად. შეწყვილებას წინ უძღვის ბატების ცეკვა. სხვა ბატებისაგან განსხვავებით მათი ბუდე დახვეწილია, დაფარულია ბუმბულით. დედალი დებს 4-6 თეთრ-ყვითელ კაშკაშა არც ისე დიდ კვერცხს. ინკუბაცია 5 კვირა გრძელდება, ბარტყებს პირველივე დღიდან შეუძლიათ მშობლებს გაყვეს უკან. გამრავლების პერიოდში მამალი მეტად აგრესიულია, რათა დაიცვას დედალი და ბარტყები. იკვებებიან ძირითადად ბალახით, უმთავრესად მცენარისმჭამელია, როგორც სხვა ბატები. მოიცავს ორ ქვესახეობას:<ref>[http://www.zoonomen.net/avtax/anse.html Anseriformes] // World Birds Taxonomic List: Genera and species with citations. Version 9.027 (2011.10.19).</ref> Cereopsis novaehollandiae novaehollandiae და Cereopsis novaehollandiae grisea.