რევანდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
| commons = Category:Rheum
}}
'''რევანდი''' ({{lang-la|Rheum}}) — [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახოვანი მცენარის [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[მატიტელასებრნი|მატიტელასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. ძლიერი [[ფესურა]] და მსხვილი [[ფესვი|ფესვები]] აქვს. ძირის [[ფოთოლი]] დიდი, მთლიანი ან დანაკვთული. ყუნწი — ხორციანი, წვნიანი; [[ღერო]] მთლიანი ან ღრუა, შიშველი ან ბუსუსებიანი; [[ყვავილი]] ორსქესიანია, ზოგჯერ მხოლოდ მამრობოთი. [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] სამწახნაგოვანი, ყავისფერფრთიანი თესლურაა. სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჩრდილოეთი მონღოლეთი, ალთაი და ციმბირი. ცნობილია 30-მდე (სხვა მონაცემებით 49) სახეობა. ზოგი სახეობა კულტურაშია, როგორც [[ბოსტნეული კულტურები|ბოსტნეული]], სამკურნალო და [[მთრიმლავი მცენარეები|მთრიმლავი მცენარე]]. კულტურაში ცნობილია [[ტალღისებრი რევანდი]] (Rheum undulatum), [[კომპაქტური რევანდი]] (Rheum compactum) და [[შავი ზღვის რევანდი]] (Rheum rhaponticum). რევანდი კარგად უძლებს [[გაზაფხული]]ს სუსხს 10°-მდე, ხარობს ნოყიერ და ზომიერად ტენიან ნიადაგზე. საჭმელად იყენებენ რევანდის ფოთლის ყუნწს, რომელშიაც 2,5% შაქარი, 3,5%-მდე ორგანული მჟავები, გარდა ამისა კალიუმის, კალციუმისა სხვა მარილებია. ამზადებენ კომპოტს, კისელს, მურაბას, ღვინოს და სხვას. ზოგიერთი რევანდის ფესვისაგან დამზადებულ პრეპარატს ხმარობენ მედიცინაში. რევანდი მრავლდება თესლით, ჩითილით, ფესურის დაყოფით. მოსავალს იღებენ დარგვიდან მეორე წელს — 50-80 ც/ჰა, ხოლო მე-6 და მე-7 წელს — 250-300 ც/ჰა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რევანდი“-დან