კონსტანტინე ციოლკოვსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 59:
ბოროვსკში ციოლკოვსკი მეგობრობდა მხოლოდ მცირე რაოდენობით ადამიანებთან. [[ქალაქი]]ს მაცხოვრებელთა უმეტესობა მას დასცინოდა, ცდილობდნენ მის გაძევებას, უწოდებდნენ "შეშლილ გამომგონებელს". მოგვიანებით მეცნიერმა გაიცნო სახელმწიფო მრჩეველი დ. ი. კურნოსოვი, რომელმაც მფარველობა გაუწია. ამ ნაცნობობის და წარმატებული სწავლების წყალობით, მან მიიღო რამდენიმე სხვადასხვა ტიტული, კერძოდ — [[გუბერნია|გუბერნიის]] მდივნის, [[კოლეჯი]]ს მდივნის, ტიტულოვანი მრჩევლის და სხვა. ამავე პერიოდში ციოლკოვსკიმ მიიღო მიწვევა კალუგის სამაზრო სკოლაში და 1892 წლიდან მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ის კალუგაში მოღვაწეობდა.
 
კონსტანტინე ციოლკოვსკი სიხარულით შეხვდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას და რუსეთში და მთელი გულით ემსახურებოდა მას. [[საბჭოთა ხელისუფლება]]მ 1921 წელს სამამულო და მსოფლიო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის მეცნიერს დაუნიშნა მუდმივი [[პენსია]] სიკვდილამდე. 1935 წლის 13 სექტემბერს, სიკვდილამდე 6 დღით ადრე მეცნიერი [[ი. ბ. სტალინი]]სადმი მიწერილ წერილში წერდა — [[რევოლუციამრევოლუცია]]დემდე მისი ოცნება ვერ ასრულდა. მხოლოდ ოქტომბერმა მოუტანა მას, თვითნასწავლ მეცნიერს შრომის აღიარება: მხოლოდ საბჭოთა მთავრობა და [[ლენინი|ლენინ]]-სტალინის [[პარტია]] დაეხმარა მას ეფექტურად, რომ იგი გრძნობდა მასების დიდ სიყვარულს, რამაც მისცა ძალა, უკვე ავადმყოფს, გაეგრძელებინა მუშაობა... ყველა თავის ნაშრომს საავიაციო, სარაკეტო და ინტერპლანეტარული კომუნიკაციების სფეროში ის გადასცემდა [[ბოლშევიკური პარტია|ბოლშევიკურ პარტიასა]] და საბჭოთა ხელისუფლებას — ადამიანის კულტურული [[პროგრესი]]ს ნამდვილ ლიდერებს, დარწმუნებული იმაში, რომ ისინი წარმატებით დაასრულებდნენ მის შრომას. თბილი სიტყვებით სავსე სამადლობელი პასუხი მალევე მოვიდა [[სტალინი]]საგან.
 
1935 წლის 19 სექტემბერს მეცნიერი გარდაიცვალა კალუგაში [[კუჭი]]ს [[სიმსივნე|სიმსივნით]].