ჟორჟ კიუვიე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Georges Cuvier large.jpg|right|thumb|200px|ჟორჟ კიუვიე]]
{{ზოოლოგია}}
'''ჟორჟ კიუვიე''' ({{lang-fr|George Léopold Chrétien Frédéric Dagobert Cuvier}} (დ. [[23 აგვისტო]], [[1769]], [[მონბელიარი]] გ. [[13 მაისი]], [[1832]], [[პარიზი]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] ბუნებისმეტყველი, [[ზოოლოგია|ზოოლოგი]], ცხოველთა შედარებითი [[ანატომია|ანატომიისა]] და [[პალეონტოლოგია|პალეონტოლოგიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელი. სახელმწიფო მოღვაწე. [[1788]] წელს დაამთავრა კარლის აკადემია [[შტუტგარტი|შტუტგარტში]]; [[1795]] და [[1818]] წლებში იყო [[საფრანგეთი]]ს აკადემიის წევრი.
კიუვიეს გამოკვლევები ეხება უმთავრესად [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი]] ცხოველების შედარებითი ანატომიის, პალეონტოლოგიისა და აგრეთვე ბუნებისმეტყველების ზოგად საკითხებს. ცხოველთა აგებულების შესწავლის საფუძველზე მან შექმნა ორიგინალური ზოოლოგიური სისტემა. კიუვიემ შეისწავლა უაღრესად მდიდარი პალეონტოლოგიური მასალა და გამოავლინა ნამარხ ცხოველთა [[სტრატიგრაფია|სტრატიგრაფიული]] მნიშვნელობა. დღევანდელი და ამომწყდარი ცხოველების აღნაგობის დეტალურად შესწავლისას მან დაადგინა ნაწილთა შორის კანონზომიერ თანამიმართებათა ([[კორელაცია|კორელაციების]]) არსებობა და დიდი წარმატებით გამოიყენა ისინი უმნიშვნელო ფრაგმენტების მიხედვით მთელი [[ჩონჩხი]]ს რეკონსტრუქციისათვის.
კიუვიე არ ცნობდა ორგანული ბუნების [[ევოლუცია]]ს და [[კრეზციონიზმი]]ს მტკიცე მიმდევარი იყო. იგი უარყოფდა გენეზისურ კავშირს ორგანიზმების ჯგუფებს შორის; კორელაციები მას ორგანოთა შორის სტატიკურ თანამიმართებებად მიაჩნდა; სხვადასხვა გეოლოგიურ შრეში განსხვავებული ორგანიზმების არსებობის ასახსნელად კიუვიემ შექმნა ე.წ. „კატასტროფების თეორია“, რომლის თანახმად, სხვადასხვა ეპოქაში სტიქიური კატასტროფები (კატაკლიზმები) სპობდა მთელ [[ფლორა]]სა და [[ფაუნა]]ს დიდ ტერიტორიებზე, სადაც შემდეგ სხვა ადგილებიდან მოსული ახალი ორგანიზმები სახლდებოდნენ.
ხაზი 12:
 
{{DEFAULTSORT:კიუვიე, ჟორჟ}}
[[კატეგორია:ფრანგი ბუნებისმეტყველები]]
[[კატეგორია:დაბადებული 23 აგვისტო]]
[[კატეგორია:დაბადებული 1769]]
[[კატეგორია:ბუნებისმეტყველებიგარდაცვლილი 13 მაისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1832]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟორჟ_კიუვიე“-დან