არდენები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
| ვიკისაწყობი =
}}
'''არდენები''' (Ardennes; [[კელტური ენა|კელტ.]] ard — მაღალი) — მაღლობი სამხრეთ [[ბელგია]]ში და ნაწილობრივ [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[ლუქსემბურგი|ლუქსემბურგში]]. გადაჭიმულია ჩრდილოეთჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 180 კმ-ზე. წარმოადგენს [[რაინის ფიქლოვანი მთები]]ს დასავლეთ დაბოლოებას. აგებულია დევონური და ქვიან-ნახშირიანი [[კირქვა|კირქვებით]], [[ფიქალი|ფიქლებითა]] და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]]. საშუალო სიმაღლე დაახლოებით 350-400 მ. მაქსიმალური სიმაღლე 694 მ (მთა [[ბოტრანჟი]]). ზედაპირი პლატოსებრია. არდენები დრენირებულია მდინარე [[მაასი]]თა და მისი შენაკადით — [[ურთი]]თ. ბევრია ტორფნარი ჭაობი, ფერდობებზე — არყის, ნაძვისა და მუხის ტყეებია. არის [[ქვანახშირი]]სა და [[რკინის მადანი|რკინის მადნის]] საბადოები. სახელწოდება არდენები მოიხსენიება ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში როგორც არდენების ტყე.
 
== რესურსები ინტერნეტში ==