ღრმა ზღვის ღარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
ღრმა ზღვის ღარის განივი პროფილი V-სებრი ფორმისაა, ფერდობები ციცაბოა, საშუალოდ 5°, რღვევებთან თანხვედრის ადგილებში საფეხურებისებრი, ციცაბო. უღრმეს ადგილებში გადის ბრტყელი აკუმულაციური ფსკერის ვიწრო (5-20 კმ) ხაზი. ღრმა ზღვის ღარის ჩაზნექილობის კომპენსაციის ხარისხი სხვადასხვაა და დამოკიდებულია ადგილობრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებზე. ჩვეულებრივ ესაა მკვეთრად არაკომპენსირებული როფები, რომლებსაც მკვლევართა უმრავლესობა თანამედროვე [[გეოსინკლინი|გეოსინკლინებს]] მიაკუთვნებს. ღრმა ზღვის ღარი ყალიბდება ოკეანური ფილის [[სუბდუქცია|სუბდუქციის ზონაზე]].<ref name="Гсс" />
 
ღრმა ზღვის ღარის ფერდობები მიქცეულია [[კუნძულთა რკალები]]სკენ, ახასიათებს განსაკუთრებული სეისმური აქტივობა, ამასთან, ზედაპირთან ახლოს მყოფი [[მიწისძვრა|მიწისძვრის კერები]] დაჯგუფებულია ვერტიკალურად ორიენტირებულ ზონაში. ანომალიური [[გრავიტაცია|გრავიტაციული ველის]] ექსტრემუმები ან თანხვდება ღარის ღერძს, ან (ხშირად) არის გადაადგილებული მასთან მიმართებაში [[კუნძულთა რკალები]]ს მხარეს. ღრმა ზღვის ღარის ქვეშ არსებული [[დედამიწის ქერქისქერქი]]ს აგებულება რთულია.<ref name="Гсс" />
 
ღარების ფსკერული ნალექები [[პლეისტოცენი|პლეისტოცენ]]-[[ჰოლოცენი|ჰოლოცენური]] ასაკისაა და წარმოდგენილია [[ტურბიდიტი|ტურბიდიტებით]], რომლებიც ზოგჯერ შეიცავენ [[ტუფი|ტუფების]] ჰორიზონტებსა და ტუფოგენურ-ტერიგენულ დანალექებს.<ref>[http://bigenc.ru/geography/text/5228161 ღრმა ზღვის ღარი — დიდი რუსული ენციკლოპედია] {{ru icon}}</ref> კურილ-კამჩატკისა და სხვა ღრმა ზღვის ღარების კვლევამ უჩვენა, რომ მათ ქვეშ დაგებულია სუბკონტინენტური ([[კუნძულთა რკალები]]ს მხარისკენ) და ოკეანური (ოკეანის მხარისკენ) ტიპის ქერქები. ღრმა ზღვის ღარის ღერძის ქვეშ მყოფი მძლავრი ბაზალტური ფენა აღწევს 10 კმ-ს.<ref name="Гсс">Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др.. 1978.</ref>