ღრმა ზღვის ღარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
ღრმა ზღვის ღარი გეგმაში წარმოადგენს სუსტად დახრილ ან იშვიათად სწორხაზოვან ვიწრო ასიმეტრიულ როფს, რომელიც აქტიურად ვითარდება რღვევების გასწვრივ თალასოკრატონების პერიფერიულ ნაწილებში, რომლებიც შეადგენს [[კუნძულთა რკალები]]ს სისტემის ნაწილს. უკანასკნელ შემთხვევაში ღრმა ზღვის ღარები გამოიხატება ან ძალიან მკვეთრად ([[ალეუტის ღარი]], [[კურილ-კამჩატკის ღარი]], [[ფილიპინების ღარი]] და სხვა) ან სუსტად ([[კიუსიუს ღარი]], [[ახალი გვინეის ღარი]] და სხვა).
 
ზოგჯერ ღრმა ზღვის ღარი ვრცელდება არა [[კუნძულთა რკალები]]ს ოკეანისკენ მიბჯენილ მხარეს, არამედ [[განაპირა ზღვა|განაპირა ზღვის]] ღრმა წყლის ქვაბულის ფარგლებში ([[ბანდის ზღვა|ბანდის ზღვის]] ღრმა ზღვის ღარი, კუნძულ [[ლუსონი]]დან დასავლეთით [[სამხრეთ ჩინეთის ზღვა]]ში). სიღრმე მერყეობს 5-11 კმ ფარგლებში. ღრმა ზღვის ღარის სიგრძე შეადგენს რამდენიმე ათას (2000-4000) კმ-ს, სიგანე, პირობითად იზომება [[იზობათები]]თ 6,5 კმ — რამდენიმე კმ-მდე. ღრმა ზღვის ღარის ფსკერი წარმოადგენს [[ოკეანე]]სთან შედარებით ინტენსიური ნალექთდაგროვების არეს. ფხვიერი დანალექი საფრის სიმძლავრე ფერდობებზე უმნიშვნელოა, ხოლო ფსკერზე აღწევს 2-3 კმ-ს.
 
ფხვიერი დანალექი საფრის სიმძლავრე ფერდობებზე უმნიშვნელოა, ხოლო ფსკერზე აღწევს 2-3 კმ-ს. ღრმა ზღვის ღარის განივი პროფილი V-სებრი ფორმისაა, ფერდობები ციცაბოა, საშუალოდ 5°, რღვევებთან თანხვედრის ადგილებში საფეხურებისებრი, ციცაბო. უღრმეს ადგილებში გადის ბრტყელი აკუმულაციური ფსკერის ვიწრო (5-20 კმ) ხაზი. ღრმა ზღვის ღარის ჩაზნექილობის კომპენსაციის ხარისხი სხვადასხვაა და დამოკიდებულია ადგილობრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებზე. ჩვეულებრივ ესაა მკვეთრად არაკომპენსირებული როფები, რომლებსაც მკვლევართა უმრავლესობა თანამედროვე [[გეოსინკლინი|გეოსინკლინებს]] მიაკუთვნებს. ღრმა ზღვის ღარი ყალიბდება ოკეანური ფილის [[სუბდუქცია|სუბდუქციის ზონაზე]].
 
ღრმა ზღვის ღარის ფერდობები მიქცეულია [[კუნძულთა რკალები]]სკენ, ახასიათებს განსაკუთრებული სეისმური აქტივობა, ამასთან, ზედაპირთან ახლოს მყოფი [[მიწისძვრა|მიწისძვრის კერები]] დაჯგუფებულია ვერტიკალურად ორიენტირებულ ზონაში. ანომალიური [[გრავიტაცია|გრავიტაციული ველის]] ექსტრემუმები ან თანხვდება ღარის ღერძს, ან (ხშირად) არის გადაადგილებული მასთან მიმართებაში [[კუნძულთა რკალები]]ს მხარეს. ღრმა ზღვის ღარის ქვეშ არსებული დედამიწის ქერქის აგებულება რთულია.
 
ღარების ფსკერული ნალექები [[პლეისტოცენი|პლეისტოცენ]]-[[ჰოლოცენი|ჰოლოცენური]] ასაკისაა და წარმოდგენილია [[ტურბიდიტი|ტურბიდიტებით]], რომლებიც ზოგჯერ შეიცავენ [[ტუფი|ტუფების]] ჰორიზონტებსა და ტუფოგენურ-ტერიგენულ დანალექებს. კურილ-კმჩატკისაკამჩატკისა და სხვა ღრმა ზღვის ღარების კვლევამ უჩვენა, რომ მათ ქვეშ დაგებულია სუბკონტინენტური ([[კუნძულთა რკალებისრკალები]]ს მხარისკენ) და ოკეანური (ოკეანის მხარისკენ) ტიპის ქერქები. ღრმა ზღვის ღარის ღერძის ქვეშ მყოფი მძლავრი ბაზალტური ფენა აღწევს 10 კმ-ს.

ღრმა ზღვის ღარის ქვედებულის ასაკი პირობითად შეიძლება მიეკუთვნოს ცარცულს ან პალეოგენურს. ღარების ფსკერული ფაუნა უძველესია, რომელსაც ენდემიზმის მაღალი ხარისხი ახასიათებს. მათი ტექტონიკური აქტივობა მკვეთრად გამოიხატებოდა მთელი გვიანდელი კაინოზოურის განმავლობაში და ნარჩუნდება დღევანდელ დღემდე.
 
== უღრმესი ღარები ==