კუნძულთა რკალები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
კუნძულთა რკალების უმეტესი ნაწილი [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ჩრდილო და დასავლეთ კიდეზეა და [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. კუნძულთა რკალები ცნობილია ანტილ-კარიბის რეგიონსა და [[სკოშის ზღვა|სკოშის ზღვის]] აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძულთა რკალების საზღვრებზე [[ღრმა ზღვის ღარი|ღრმა ზღვის ღარებთან]] ერთად წარმოიქმნება [[აკრეციული პრიზმა|აკრეციული პრიზმები]].
 
კუნძულთა რკალები ფორმირდება [[ფილების კონვერგენტული საზღვარი|ფილების კონვერგენტული საზღვრების]] არეებში, სადაც ოკენური ფილა იძირება ოკეანური ფილის ქვეშ. კუნძულთა რკალების 2 ტიპი გამოიყოფა 1. ენსიალური და 2. ენსიმატური. ენსიალური კუნძულთა რკალის მაგალითია [[იაპონიის კუნძულები]], ენსიმატურის [[მარიანას კუნძულებიარქიპელაგი|მარიანას კუნძულთა რკალი]]. ენსიალური კუნძულთა რკალი ხასიათდება სქელი კონტინენტური ქერქით და განვითარებული [[გრანიტი|გრანიტული ფენით]]. ენსიმატური კუნძულთა რკალებისათვის, რომელთა გრანიტული ფენა სუსტად არის განვითარებული, დამახასიათებელია [[ტიტანი]]თ ღარიბი და [[მაგნიუმი]]თ მდიდარი ანდეზიტები — [[ბონინიტი|ბონინიტები]]. ასევე კუნძულთა რკალებისთვის ვულკანური მოქმედებების ბოლო საფეხურზე დამახასიათებელია გამჟავიანების ტენდენცია.
 
კუნძულთა რკალებისთვის დამახასიათებელია ინტენსიური [[ვულკანიზმი]], სეისმურობა, მომატებული სითბური ნაკადი. კუნძულთა რკალების კომპლექსთან დაკავშირებულია ოქროს, სპილენძ-პორფირული, სპილენძ-ალმადნები, სპილენძ-ალმადან-პოლიმეტალური მადნები, რკალისწინა დანალექ აუზებში ცნობილია ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბუდობები. გაგება კუნძულთა რკალები და ვულკანური რკალები ერთმანეთს არ თანხვდება.
 
== მაგალითები ==