კუნძულთა რკალები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
კუნძულთა რკალები ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური და ანდეზიტური შედგენილობის ვულკანოგენური წყებებით აგებული [[წყალქვეშა ქედები]]ა, რომელთა თხემები ცალკეული კუნძულების სახითაა ამოწვდილი წყლის ზედაპირზე. ამ ქედების სიგანეა 40-50 და 200-400 კმ, ხოლო სიგრძე 1000 კმ და მეტი. ხშირად კუნძულთა რკალები ორი პარალელური ქედით არის წარმოდგენილი, რომელთაგან გარე, ღრმა ზღვის ღარისაკენ მიმართული ქედი მხოლოდ წყალქვეშაა. ამ შემთხვევაში ქედები ერთმანეთისაგან გათიშულია 2-3 კმ სისქის ნალექებით ამოვსებული 3-4,5 კმ სიღრმის გასწვრივი დეპრესიით.
 
კუნძულთა რკალების უმეტესი ნაწილი [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ჩრდილო და დასავლეთ კიდეზეა და [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. კუნძულთა რკალები ცნობილია ანტილ-კარიბის რეგიონსა და [[სკოშის ზღვა|სკოშის ზღვის]] აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძულთა რკალების საზღვრებზე [[ღრმა წყლისზღვის ღარი|ღრმა ზღვის ღარებთან]] ერთად წარმოიქმნება [[აკრეციული პრიზმა|აკრეციული პრიზმები]].
 
კუნძულთა რკალები ფორმირდება ფილების კონვერგენტული საზღვრების არეებში, სადაც ოკენური ფილა იძირება ოკეანური ფილის ქვეშ. კუნძულთა რკალების 2 ტიპი გამოიყოფა 1. ენსიალური და 2. ენსიმატური. ენსიალური კუნძულთა რკალის მაგალითია იაპონიის კუნძულები, ენსიმატურის მარიანას კუნძულთა რკალი. ენსიალური კუნძულთა რკალი ხასიათდება სქელი კონტინენტური ქერქით და განვითარებული გრანიტული ფენით. ენსიმატური კუნძულთა რკალებისათვის, რომელთა გრანიტული ფენა სუსტად არის განვითარებული, დამახასიათებელია ტიტანით ღარიბი და მაგნიუმით მდიდარი ანდეზიტები — ბონინიტები. ასევე კუნძულთა რკალებისთვის ვულკანური მოქმედებების ბოლო საფეხურზე დამახასიათებელია გამჟავიანების ტენდენცია.