მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

ზომა არ შეცვლილა ,  1 წლის წინ
== დიალექტი ==
{{მთავარი|ფშავური კილო}}
[[ფშავური]] კილო]] აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა ე.წ. ფხოური ჯგუფის ერთი წევრია და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია. როგორც მისი პირველი მკვლევარი [[აკაკი შანიძე|ა. შანიძე]] აღნიშნავდა: {{ციტატა|ფშავურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა.}} მეცნიერის ეს რამდენიმე ათეული წლის წინ თქმული სრულიად შეეფერება ფშაურის დღევანდელ ვითარებას. ამ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობის [[ბარი]]სა თუ მთისწინეთის სხვადასხვა ადგილებში გაძლიერებული [[მიგრაცია|მიგრაციების]] წყალობით, იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბარელთა მეტყველებას და დაშორდა თავის თავდაპირველ მოძმე კილოებს - [[თუშური|თუშურს]], [[ხევსურული|ხევსურულს]] და [[მოხეური|მოხეურს]]. ასე რომ, მას თავისი ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური თავისებურებებით შუალედური მდგომარეობა უკავია აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთის დიალექტებს შორის.
 
ფშავურმა კილომ ქართველი საზოგადოების ყურადღება [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველასა]] და მისი ძმების სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო, მათს შემოქმედებაში ფშაური დიალექტური ფორმების უხვმა და პრინციპულმა ხმარებამ მკითხველთა თუ კრიტიკოსთა მკვეთრი (ძირითადად უარყოფითი) რეაქცია გამოიწვია. შეიძლება გავიხსენოთ [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ფშავური დიალექტის მეცნიერული შესწავლა პირველად აკაკი შანიძემ დაიწყო.