ფშავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
 
== დიალექტი ==
{{მთავარი|ფშავური კილო}}
[[ფშავური]] კილო აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა ე.წ. ფხოური ჯგუფის ერთი წევრია და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია. როგორც მისი პირველი მკვლევარი [[აკაკი შანიძე|ა. შანიძე]] აღნიშნავდა: {{ციტატა|ფშავურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა.}} მეცნიერის ეს რამდენიმე ათეული წლის წინ თქმული სრულიად შეეფერება ფშაურის დღევანდელ ვითარებას. ამ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობის [[ბარი]]სა თუ მთისწინეთის სხვადასხვა ადგილებში გაძლიერებული [[მიგრაცია|მიგრაციების]] წყალობით, იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბარელთა მეტყველებას და დაშორდა თავის თავდაპირველ მოძმე კილოებს - [[თუშური|თუშურს]], [[ხევსურული|ხევსურულს]] და [[მოხეური|მოხეურს]]. ასე რომ, მას თავისი ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური თავისებურებებით შუალედური მდგომარეობა უკავია აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთის დიალექტებს შორის.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავი“-დან